LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი რურუა ნიკა გვარამიას: „ციხეს ორი კარი აქვს, შესასვლელი და გამოსასვლელი. სინდისს და ღირსებას კი იცი როგორ გაუფრთხილდე“ 

1628
რურუა და გვარამია

„მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა, არხის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას მხარდაჭერას უცხადებს და სოციალურ ქსელში წერს: 

„მოკლედ გეტყვი, დაამზადე ლიბერთი ბანკის ბარათი, გამოიყენებ ციხის მაღაზიისთვის. მაღაზიაში იყიდი ლეიბს. თეთრეული შენი გაამზადე. აარჩიე წიგნები, რომელსაც შეიტან. თუ რამე მედიკამენტი გჭირდება, ახლავე აიღე ექიმის ნებართვა. გრილი შარვლები, შენი სტილის არა, უფრო კონსერვატიული.

ოთახის ფეხსაცმელები, თასმის გარეშე სპორტული სამოსი და ასევე ბოტასი. მეტი რა გითხრა, ორი კარი აქვს ციხეს, შესასვლელი და გამოსასვლელი. სინდისს და ღირსებას კი იცი როგორ გაუფრთხილდე. სიმართლე გითხრა, ახლა შენი დაჭერა, კიდევ ერთი დიდი დარტყმა იქნება ივანიშვილზე, იმედია ამას ხვდება ბიძინა. სიმართლე კი გაიმარჯვებს!“– წერს გიორგი რურუა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g