LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ არჩილ გაგნიძეს ბრალდება წარუდგინეს

976
dakavebulishaqarassaqme-40254

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ არჩილ გაგნიძეს თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდება წარუდგინეს.

როგორც დაკავებულის ადვოკატმა, არჩილ ბერიანიძემ განაცხადა, დაკავებული უდანაშაულოა.

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირისთვის ბრალის წაყენების პროცედურა დაიწყო. ბრალის წაყენების შემდეგ საგამოძიებო უწყება სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მიმართავს.

შაქარაშვილის საქმეზე 17 პირი გუშინ, 26 ივნისს დილით დააკავეს. მათ სხვადასხვა მუხლებით აქვთ ბრალი წაყენებული.

19 წლის გიორგი შაქარაშვილი, რომელიც მცხეთაში, მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა, 19 ივნისს გაუჩინარდა. 4 დღის შემდეგ მაშველებმა მისი ცხედარი მდინარე არაგვში აღმოაჩინეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g