LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი შაქარაშვილის საყვარელ კომპოზიციაზე ქართველები ემოციურ კომენტარებს ტოვებენ: “ყოველთვის მემახსოვრები…”

2481
shaqarashvilisongnews

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებას მთელი საქართველო ეხმაურება. მისმა ერთ-ერთმა მეგობარმა ერთ-ერთ ტელევიზიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ შაქარას ძალიან უყვარდა Daft Punk-ის სიმღერა სახელწოდებით Veridis Quo. სევდიანი კომპოზიცის ქართული სახელწოდებაა “სად მიდიხარ”. ბევრისთვის ამ სიმღერის მოსმენა ემოციური აღმოჩნდა. “იუთუბზე” განთავსებული ამ სიმღერის ქვეშ, ქართველები კომენტარებს ტოვებენ.

“მუსიკას ყოველთვის ვაკავშირებდი ადამიანებთან.
ეს სიმღერა ერთ ძალიან მაგარ ადამიანს ჰყვარებია, თურმე… ???
ისედაც სევდა მიპყრობდა ყოველი მოსმენისას და აწი ორმაგად მომაწვება სევდა…
ვერ წარმოვიდგენდი, ჩემთვის უცნობ პიროვნებას, ამხელა ტკივილის მოყენება თუ შეეძლო, მაგრამ ვცდებოდი… ?
Rest in peace SHAKARA !
მშვიდად განისვენე, ანგელოზო?
ყოველთვის მემახსოვრები (განსაკუთრებით ამ მუსიკის მოსმენისას) შენ და შენი ცისფერი , სიკეთით სავსე თვალები“.

” მუდამ გვემახსოვრება შაქარა.
დღეს ყველას გული გვეწვის… “

„ამ სიმღერას ძველებურად ვეღარასდროს მოვუსმენ, რაც გავიგე, რომ თურმე კარგ ხასიათზე გაყენებდა. ყოველთვის მემახსოვრები, მშვიდად განისვენე. “Veridis quo” ლათინურად თურმე “სად მიდიხარ” -ს ნიშნავს. ნეტავ,მართლა სად მივდივართ, ან შენ სად წახვედ,ი შაქარ.. ? ❤️ edit: შუქნიშანზე მანქანა გაჩერდა, ბიჭები ისხდნენ და ბოლო ხმაზე ჰქონდათ ეს სიმღერა ჩართული, მითხრეს. გამაჟრიალა და იმედი მომეცა”.

„ეს სიმღერა დღეიდან მთელს საქართველოს ერთ დიდ ტკივილს შეგვახსენებს, მშვიდად განისვენე ლამაზი სულის ადამიანო, იქ სადაც არ უნდა იყო“.

“ალბათ, ბოლო წუთებშიც ზუსტად ეს მუსიკა ჩაესმოდა ენერგიისგან დაცლილს,♥️ ვეღარასოდეს მოვუსმენ ამ მუსიკას ისე, შენ რომ არ გამახსენდე შაქარ, უცნობებსაც კი ძალიან გვიყვარხარ. სიკვდილის გამო ხომ ვერ გადაიყვარებ ადამიანს, მით უმეტეს, თუ ის ცოცხლებზე უკეთესია… “

სოციალურ ქსელში მომხამრებელმა სახელად Mattheo Tereladze სპეციალური ვიდეო შექმნა, რომელსაც ფონად სწორედ ეს კომპოზიცია ადევს, ხოლო ნახატზე გიორგი შაქარაშვილის გამოსახული.

https://www.facebook.com/mate.tereladze.9/videos/353527068968277

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები