LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მე “გირჩი” არ დამიტოვებია, ვრჩები “გირჩის” ლიდერად – ზურაბ ჯაფარიძე

95
-ჯაფარიძ-678x381-1515751505

ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ მას პარტია არ დაუტოვებია და “გირჩის” ლიდერად რჩება. ამასთან, ჯაფარიძე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არ აპირებს “გირჩში” საქმიანობას იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და ალექსანდრე რაქვიაშვილთან ერთად.

“მე “გირჩი” არ დამიტოვებია. პარლამენტში შესვლა-არ შესვლა, საერთოდ, საკითხი არ არის. პარტია არ ვარ მე, არ არიან სხვა ადამიანები. ვინ იქნება “გირჩში”, მაგას გადაწყვეტენ “გირჩის” მხარდამჭერები და ის ადამიანები, ვისაც საკუთარი ცხოვრების წლები, დრო, ენერგია და ფული აქვს ჩადებული “გირჩში”. ვრჩები “გირჩის” ლიდერად.

“ჩვენი გზები გაიყო” ნიშნავს, მიწერია კიდეც, რომ მაგ ადამიანებთან ერთად არ ვაპირებ “გირჩის” და ამ საქმის კეთებას. არ ვიცი, რამდენად არის ულტიმატუმი – მე მქონდა პირობები, რა პირობებშიც ვთავაზობდი, რომ ჩვენ გაგვეგრძელებინა ერთად საქმის კეთება, რაზეც მითხრეს, რომ ეს პირობები იყო მიუღებელი და ამის შემდეგ დავამთავრე ამ ადამიანებთან ურთიერთობა,”-განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

პორნო, ივანიშვილი თუ სააკაშვილი – რამ ან ვინ დაშალა „გირჩი“: გაიგებთ, რას ვიტანდი მთელი ეს წლები

magti 5g