LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაგო ხვიჩია: „გაიშარნენ ქოცები ამ არჩევნებზე და სრულიად სამართლიანადაც”

304
იაგო ხვია

„არჩევნების ფარულობის დარღვევა არსებითი დარღვევაა, რომელიც დამტკიცების შემთხვევაში, ისევე იწვევს არჩევნების გაუქმებას, როგორც გაყალბება”, – ამის შესახებ პარტია „გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, ფოკუსი უნდა გადავიდეს ამაზე, რადგან ეს უკვე თითქმის დადასტურებული ფაქტია.

„ჯერჯერობით ყველა სხვა არგუმენტს ქოცები იგერიებენ, მაგრამ შეუძლებელია ახსნა იმისა, რომ არჩევნები სწორად ჩაატარე, მაშინ როცა დადასტურებულია, რომ ხმის მიცემის ფარულობა დარღვეული იყო ამომრჩეველთა 90% ის შემთხვევაში.

იმის დასადასტურებლად ბიულეტენის უკანა გვერდიდან შეიძლებოდა თუ არა ამომრჩევლის ნების იდენტიფიცირება, მოთხოვნილ უნდა იქნას ელექტრონული უბნების გახსნა და თუ არსებითად დადასტურდა დარღვევა (რაც როგორც ჩანს ასე იქნება) არჩევნების შედეგები უნდა გამოცხადდეს ძალადაკარგულად.

საერთაშორისო პარტნიორებთანაც ძირითადად ამ არგუმენტით უნდა იყოს საუბარი, არჩევნების ცნობა-არ ცნობასთან მიმართებაში. ცივილიზებულ სამყაროში არავინ ატარებს საყოველთაო არჩევნებს საჯარო ხმის მიცემის წესით.

საიას ეს საჩივარი სწორია და შეუძლებელია მასზე არ დათანხმება. გაიშარნენ ქოცები ამ არჩევნებზე და სრულიად სამართლიანადაც”. – წერს იაგო ხვიჩია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g