LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაგო ხვიჩია: „ოპოზიციას გეგმა აქვს პარლამენტში შესვლის, ოღონდ ისე, რომ ეს სხვას დაჰბრალდეს – ყველა ხვდება, რომ მიშა გაძარცვეს, სინამდვილეში ჩვენ და მიშამ წავაგეთ არჩევნები, ყველას თავი მოგებული ჰგონია“

280
იაგო ხვიჩია

„გეგმა აქვს პარლამენტში შესვლის [ოპოზიციას], ოღონდ ისე, რომ ეს სხვას დაჰბრალდეს, ეს არის გეგმა, თავი ყველას მოგებული ჰგონია, ახლა ფიქრობენ, როგორ შეძვრნენ პარლამენტში. უბრალოდ, იმდენი იყვირეს, მოვიგეთ, მოვიგეთო, რომ ახლა ფიზიკურად ვერაფერს შვრებიან“, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

როგორც მან „რუსთავი 2“-ის ეთერში აღნიშნა, „ეგზიტპოლები გაყალბებული იყო“:

ნათია მეზვრიშვილი: „ჩვენი ინფორმაციით, ცესკოს სერვერებზე ბაზებს აყალბებენ, აპარატებზე ინფორმაციას შლიან“

„წინასაარჩევნოდ ყვიროდნენ 4 პარტია ხმა არ დაიკარგოსო, ქარტიაო, რაღაც ასეთ გიჟობას იძახდნენ. გუშინ ამ 4 პარტიიდან უკვე 3 იყო დარჩენილი, თუმცა ამ ოთხივეს აერთიანებს ის, რომ ხალხი ყველამ აზეიმა, მიულოცეს გამარჯვება არარსებული, თავიანთი გაყალბებული ეგზიტპოლებით, ეგზიტპოლები გაყალბებული რომ იყო, ეს ცხადია.

ხალხს ეუბნებოდნენ, რომ 4 პარტიაო, ხმა არ დაიკარგოსო, გავიმარჯვეთო, მერე უცბად აღმოჩნდა, რომ წაგებულები არიან, გეგმას გეტყვითო, შეკრიბეს ეს ხალხი ერთხელ, რაღაც ლოზუნგებით მიმართეს – დაშალეს, არაფერი არ უთხრეს.

იაგო ხვიჩია: „გაიშარნენ ქოცები ამ არჩევნებზე და სრულიად სამართლიანადაც”

„არჩევნების ფარულობის დარღვევა არსებითი დარღვევაა, რომელიც დამტკიცების შემთხვევაში, ისევე იწვევს არჩევნების გაუქმებას, როგორც გაყალბება”.

გუშინ შეიკრიბნენ, 7-ზე გეტყვით გეგმასო, 7-ზე არაო, 8-ზეო იმიტომ, რომ გახარიას ველაპარაკებითო. მერე 8-ზე გამოვიდნენ და თქვეს, ორშაბათს შევიკრიბოთო და იქ გეტყვითო გეგმასო, რუსთაველზე თუ გამოივლითო; ახლა დღეს ეკითხებიან, კარვებზე არისო გამოსავალიო, არჩევნები გაყალბდაო, სპონტანურად რაღაცებს ისვრიან.

ნიკა გვარამია: „ვისაც საშუალო და დიდი კარვები გაქვთ, შეგვეხმიანეთ. თუ გვაჩუქებთ გაგვიხარდება, თუ მოგვყიდით, მაინც გაგვიხარდება – არაფრის დამალვას არ ვაპირებ, ამიერიდან ყველაფერს ღიად ვიზამ“

გეგმა აქვს პარლამენტში შესვლის [ოპოზიციას], ოღონდ ისე, რომ სხვას დაჰბრალდეს ეს, ეს არის გეგმა. ყველა ხვდება, რომ მიშა გაძარცვეს, სინამდვილეში ჩვენ და მიშამ წავაგეთ არჩევნები, მიშა გაძარცვეს, ყველას თავი მოგებული ჰგონია.

ახლა ფიქრობენ, როგორ შეძვრნენ პარლამენტში. უბრალოდ, იმდენი იყვირეს, მოვიგეთ, მოვიგეთო, რომ ახლა ფიზიკურად ვერაფერს ვერ შვრებიან, თორემ მართლა რა უნდა გეგმის თქმას ახლა“. – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია 4 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე აქციას აანონსებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g