ახლახან ღვაწლმოსილი ქართველი მოცეკვავე, ომარ მხეიძე გარდაიცვალა.
მის ხსოვნას პატივი მიაგო გივი სიხარულიძემ და ლექსი მიუძღვნა:
„ როცა არწივი ზეცას ხაზავს ვნებააშლილი,
იმას მაგონებს ვაჟისაგან ხელი გაშლილი,
რა ილეთები, რა ტანის რხევა, ჩახვეული გადანასკვული,
ქართული ცეკვა, მჩქეფარე, როგორც ალადასტური!
ქართულ ცეკვაში არ გეგონოთ – მთავარია ფეხი გასმული,
მოკრძალებაა ქალის მიმართ გონგადასული!
როკვის დროს ქალი, ვაჟისაგან ღმერთად აღქმული!“