LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გლობალური საფრთხე: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის გამო საერთაშორისო საგანგებო რეჟიმი გამოაცხადა

6461
PRC-130066824

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის ეპიდემიას გლობალურ საფრთხედ აცხადებს. ჟენევაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსის გამო საერთაშორისო საგანგებო რეჟიმი გამოცხადდა. მთავარ მიზეზად იმ ქვეყნების დაცვა სახელდება, რომლებიც შეიძლება კორონავირუსთან გამკლავება თავად ვერ შეძლონ.

ორგანიზაციის ინფორმაციით, არსებობს საფრთხე, რომ ვირუსი გავრცელდეს ჯანდაცვის სუსტი სისტემების მქონე ქვეყნებში.

ამ ფონზე, ვირუსით ინფიცირების შემთხვევა დადასტურდა ტიბეტშიც, რაც იმას ნიშნავს, რომ ვირუსი უკვე გავრცელებულია კონტინენტური ჩინეთის ყველა რეგიონში.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო, ჩინეთთან ფრენები მარტის ბოლომდე შევწყვიტეთ
“თუ დაიცავ წესებს, საშიში არაფერია…ექვსმილიონიან ქალაქში ვარ და კორონავირუსის 100-მდე შემთხვევაა” – პეკინში მყოფი ქართველის ვიდეომიმართვა (ვიდეო)

ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა მსოფლიოში უკვე 170 ადამიანს მიაღწია.ჩინეთის ჯანდაცვის კომისიის ცნობით, ვირუსით ინფიცირების 7 711 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

მთელი მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის 100-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა.

დაუყოვნებლივ, დღესვე უნდა აიკრძალოს ჩინეთის მოქალაქეების შემოსვლა საქართველოში – მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g