LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გმირობაა იცავდე ქალზე „მოძალადეს“- განო მელითაური მარიამ კუბლაშვილზე

1909
BeFunky-collage (4)

განო მელითაური სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, სადაც სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებულ მმართველი გუნდის დეპუტატ, ილია ჯიშკარინის ადვოკატს, მარიამ კუბლაშვილს ესარჩლება და ამბობს, რომ გმირობაა, როდესაც ადვოკატი ,,ქალზე მოძალადეს” იცავს, მაშინ როცა თავად ძალადობის მსხვერპლია.

გთავაზობთ მის სტატუსს:

,,ყოველდღიურობის კომუცია ზოგჯერ გვაბნეევს, გვიტაცებს ! თავს გვაკარგვინებს, გვქანცავს, ჩიხში შევყავართ ან ახალ კარს გვიხსნის ..ზოგჯერ ადამიანებს გვახვედრებს ,რომელთაგან ბევრს ვსწავლობთ ან ისეთებს ჩვენგან რომ ისწავლიან..

.ჩვენს გონიერებაზეა დამოკიდებული რამდენად სწორ ნაბიჯებს გადავდგამთ და როგორ მოვიგერიებთ მოულოდნელ დარტყმებს..ვიქნებით თავჩახრილები თუ არ შეგვრცხვება საკუთარი პრინციპების!

ცისფერი ბურთი უსასრულო სამყაროს ნაწილია, რომელიც რეალურად ადამიანების, უცხოპლანეტელების და გალაქტიკების ამოსუნთქვა-ჩასუნთქვის სინერგიით არსებობს – ყველა მოქმედებას საპასუხო რეაქცია მოჰყვება და ახალ ენერგიას ბადებს …

გონი კი ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლია და უკანასკნელმა კვლევებმა ცხადყო – შეგრDzნებებზე ზემოქმედებასაც მარტივად ახერხებს!

ბრუნავს ეს ჩვენი ბურთი და მთელი Dzალით ვებღაუჭებით საკუთარ სისუსტეებს ,ვცდილობთ სხვების შეცდომები საკუთარი ცრუ ამბიციების გასამართლებლად გამოვიყენოთ ?

ვიჭორიკნოთ, დილეტანტური შეფასებები გაკეთოთ, ვიჩხუბოთ , ცილი დავწამოთ, თავი დავიბრმავოთ და ვიქირქილოთ ზურგს უკან..

არადა მარტივია – ჩვენს მიერ არჩეული გზა უპირობო ერთგულებას, თავგანწირვას და ხშირად საკუთარი ინტერესების დავიწყებას გვავალდებულებს! დაე გაშანტაჟონ,გაგკიცხონ,ცილი დაგწამონ! თუ გწმმს,ბოლომდე დადგები!

-მენაგვე ნაგავს ქუჩაში ვერ დატოვებს

-ექიმი პაციენტს ვერ გაიმეტებს სასიკვდილოდ !

– გიჟს ,მკვლელს , მოდზალადეს და ავანწიურისტს თანაბრად ესაჭიროება ფსიქოლოგის დახმარება!

ხშირად არჩეული მორალური პრინციპების ტყვეობაშიც ვექცევით, რადგან სიმართლის გზა ეკლიანი და უკომპრომისოა!

ვერ არჩევს ქალს და კაცს , საზოგადოებაში გამეფებულ დოგმებს სოციალურ თუ გენდერულ ჭრილში!

უპირობოა პროფესიონალის გზა,მითუმეტეს ,როდესაც პროფესიად ადამიანების დაცვას ირჩევ!

ჩემთვის გმირობაა იცავდე ქალზე “მოდზალადეს” როდესაც თავად ხარ დზალადობის მსხვერპლი!

იგერიებდე ამდენ აგრესიას ,მხოლოდ იმიტომ,რომ საკუთარ საქმეს მაღლ დონეზე ასრულებ!

ცხადია თეთრს და შავს სასამართლო დაადგენს!

ცხადია სოლიდარობა ქვეყნად ყველა დზალადობის მსხვერპლს

გ ა ნ უ რ ჩ ე ვ ლ ა დ სქესისა!

ცხადია ჩემი სოლიდარობა პროფესიონლს და ა დ ა მ ი ა ნ ს

Marita Kublashvili good luck იმედია და მჯერა იცი რისთვისაც იბრდზვი ,ველი გამოდზიების მსვლელობას!”- წერს განო სოციალურ ქსელში

 

ილია ჯიშკარიანი და მისი ადვოკატი ამტკიცებენ, რომ თამთა თოდაძე ნასვამი იყო, რის გამოც ტექნიკა დააზიანა და კონფლიქტის ინსცენირება მოაწყო.ჯიშკარიანი და მარიამ კუბლაშვილი ირწმუნებიან, რომ ქალი სხვებზე მეტს სვამდა.

კუბლაშვილის ამ განცხადების შემდეეგ სოციალურ ქსელ ფეისბუქზე თამთა თოდაძის მხარდასაჭერი კამპანია სახელწოდებით #ქალებისვამენ  დაიწყო.

#ქალებისვამენ - სოციალურ ქსელში თამთა თოდაძის მხარდასაჭერი კამპანია დაიწყო

კუბლაშვილის სიტყვების შემდეგ ქალები ფოტოებს ავრცელებენ, რომელშიც მათ სასმელი უჭირავთ და სვამენ.

სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული ილია ჯიშკარიანი ამბობს, რომ თანამშრომელზე არ უძალადია და ეს ყველაფერი ინსცენირება იყო. დეპუტატი ასევე აღნიშნავს, რომ ის თამთა თოდაძისგან ბოდიშის მოხდას ელოდებოდა.

11 სექტემბერს სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულ ილია ჯიშკარიანს სასამართლომ 10 000 ლარის გირაო შეუფარდა. მასვე საქმეზე დაკითხულ მოწმეებთან ნებართვის გარეშე კომუნიკაცია და დაზარალებულ თამთა თოდაძესთან მიახლოება აეკრძალა.

ჯიშკარიანის დიაგნოზი – რის გამო მოხვდა ეჭვმიტანილი დეპუტატი საავადმყოფოში

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები