LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოგა მესხი ცოლს გაშორდა და მეორე ოჯახი შექმნა: „ჩვენს დაშორებასთან ამ ურთიერთობას არანაირი საერთო არ აქვს…“

604
gogadatamarela

უკვე სამი წელია, რაც მომღერალი გოგა მესხი ასევე მომღერალ მარიამ ივარდავას დაშორდა. წყვილი რამდენიმე წლის წინ დაქორწინდა და საერთო გოგონაც ჰყავთ. მცირე ხნის წინ გოგამ სოციალურ ქსელში თამარელა სარალიძესთან ერთად გადაღებული ფოტო დადო, სადაც რჩეულთან ერთად აეროპორტში იყო, ბუდაპეშტისკენ ჰქონდა გეზი აღებული და დაწერა, რომ ის მისი ცოლია: „აფეთქდა ჩემი გვერდი, მანამდე არავისთვის არაფერი მითქვამს. უკვე ორი წელია, ერთად ვართ“, დასძენს გოგა.

გოგა და მარიამ ივარდავა  

როგორც გოგა ჟურნალ „თბილისელებთან“ აღნიშნავს, თავის ქალიშვილთან, – „ცისფერთვალება მსუქანა გოგოსთან“ ხშირი ურთიერთობა აქვს და ბედნიერი მამაა: „მიუხედავად იმისა, რომ მე და მარიამი ერთად აღარ ვართ, ეს პრობლემებს არ გვიქმნის. ახლაც ჩემს შვილთან ვარ, რომელიც დედასთან იზრდება. მე და მარიამს ძალიან ცივილიზებული ურთიერთობა გვაქვს, ჩვენ შორის არანაირი პრობლემა არ არის. გადასარევი გოგოა, უბრალოდ, ჩვენ ვერ შევეწყვეთ ერთმანეთს… დღეს მეც და მარიამსაც ჩვენ-ჩვენი ცხოვრება გვაქვს და ერთმანეთს პრობლემებს არ ვუქმნით. მე ჩემი ოჯახი მაქვს…

ეს კარგი ამბავი როგორ დაიწყო?

ეს ამბავი 30 წლის წინ დაიწყო. მე და თამარელა მთელი ცხოვრება ვმეგობრობდით. 6-7- წლისები ვიქნებოდით, ერთმანეთი რომ გავიცანით. საერთო სამეგობრო გვყავდა და ვიკვეთებოდით ხოლმე, მაგრამ ზედმეტი არასდროს არაფერი ყოფილა. ჩვენი ურთიერთობა ყოველთვის მეგობრობის ფარგლებში იყო. ბოლო პერიოდში საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში არ მინახავს. მერე შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს, თან, ერთ უბანში ვცხოვრობთ. ერთი-ორჯერ საქმის გამო მოგვიწია შეხვედრამ და მერე უკვე სხვა ამბავი დაიწყო.

გოგა მეორე მეუღლესთან, თამარელა სარალიძესთან ერთად 

ეს ყველაფერი ოჯახის დანგრევის შემდეგ ხდებოდა?

რა თქმა უნდა, სხვანაირად გამორიცხულია. მე და მარიამს შორის ურთიერთობა უკვე არეული იყო. ჩვენს დაშორებასთან ამ ურთიერთობას არანაირი საერთო არ აქვს…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები