LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოგა მესხი ყოფილ მეუღლესთან ოჯახებით მეგობრობს: „ძალიან მიხარია, რომ ჩემი პირველი და მეორე მეუღლეები შეიძლება, ერთად დასხდნენ, ყავა დალიონ და ისაუბრონ…“

529
გოგა მესხი

მომღერალი გოგა მესხი მესამე წელია, მეორედ არის დაქორწინებული. მისი რჩეული თამარელა სარალიძეა. პირველ მეუღლესთან შვილი ჰყავს და მასთან, როგორც თავად მომღერალი ჟურნალ „სარკეს“ უყვება, ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს. გოგა და მისი ყოფილი მეუღლე ოჯახებით მეგობრობენ:

„სამწუხაროდ, ხდება, რომ ოჯახურ ცხოვრებაში ორი ადამიანი რაღაც ეტაპზე ერთმანეთს ვერ უგებს. ჩემი და მარიამის თანაცხოვრება არ გამოვიდა. ამით ქვეყანა არ დაქცეულა. გადავიარეთ ეს პერიოდი და დღეს ძალიან კარგი, თბილი და მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, ერთმანეთთან მისვლა-მოსვლაც გვაქვს. ძალიან მიხარია, რომ ჩემი პირველი და მეორე მეუღლეები შეიძლება, ერთად დასხდნენ, ყავა დალიონ და ისაუბრონ. ძალიან ცივილიზებული ურთიერთობა გვაქვს. ჯერ ერთი, გასაყოფი რა გვაქვს, რომ? მარიამს არაჩვეულებრივი მეუღლე ჰყავს, მეც ჩემი ოჯახი მაქვს და მართლა ძალიან თბილი ურთიერთობებია ჩვენს ოჯახებს შორის, ამას ფორმალურად არ ვამბობ.

გოგა მესხი მეორე მეუღლესთან ერთად…

შესაბამისად, შვილისთვისაც არ ყოფილა თქვენი დაშორება რთულად გადასატანი.

არა, ჩათვალეთ, რომ ოჯახი გაუორმაგდა თავისი მშობლებით, ბებია-ბაბუებით…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები