LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოგა მესხი და მარიამ ივარდავა ბრიტანულ „X ფაქტორში“ მიიწვიეს

395

ცოლ-ქმარი, მომღერლები გოგა მესხი და მარიამ ივარდავა ბედს ბრიტანულ „X ფაქტორში“ მიიწვიეს. როგორც მარიამმა გვითხრა, მან იცოდა, რომ წელს, როგორც ბოლო სეზონზე, მონაწილეობა ყველა ქვეყნის წარმომადგენლისთვის იქნებოდა შესაძლებელი, შესაბამისად, საკუთარი და ქმრის მონაცემები გააგზავნა. ვიდეოების გაგზავნის შემდეგ ორივე მათგანზე დადებითი პასუხი ჩამოვიდა, თუმცა წყვილს ერთი პრობლემა შეექმნა – ფინანსური…

გოგა მესხი:

ჯერ ვერაფერზე ვფიქრობთ, რადგან მას შემდეგ, რაც მარიამმა ჩვენი ვიდეოები გაგზავნა და მათგან მონაწილეობაზე შეთავაზება მივიღეთ, სპონსორს ვეძებთ. 24 აპრილს უნდა ჩავსულიყავით დუბლინში, სადაც კასტინგი იმართებოდა, მაგრამ ვერ მოვახერხეთ, შემდეგი კასტინგი არის პირველ მაისს, ლონდონში, თუკი იქაც ვერ მოვახერხეთ ჩასვლა, შემდეგ 7 მაისს მანჩესტერში გვექნება გასვლის შესაძლებლობა. ლონდონში ერთთვიანი ცხოვრების ხარჯები უნდა დავფაროთ, რაც საკმაოდ დიდ თანხებს უკავშირდება, ამიტომაც ვეძებთ სპონსორს, რომ დაგვეხმაროს.

მარიამ ივარდავა:

აქამდე ბრიტანულ „X ფაქტორში“ სხვა ქვეყნის მოქალაქეებს არ იღებდნენ. წელს, ბოლო სეზონისთვის გამონაკლისი დაუშვეს. ვიცოდი, რომ  4-5- დღის განმავლობაში მექნებოდა მასალის გაგზავნის შესაძლებლობა და მოავსწარი, ჩემი „X ფაქტორის“ მონაწილეობის ვიდეო გავუშვი, გოგასი – „ვოისიდან“.

ჟიურიში ზის საიმონ კოუელი, რომლის სიმპათიის მოპოვება ყველაზე მეტად მინდა, რადგან ის არის პროდიუსერი, რომელმაც ვისაც ხელი მოჰკიდა, ყველა წარმატებულად აქცია.

ყველანაირად შევეცდებით, მოვახერხოთ გამგზავრება, თუმცა სპონსორი გვჭირდება. რეპერტუარი მე შერჩეული მაქვს, გოგას – ჯერ არა. ისეთი სიმღერები შევარჩიე, რომლებიც მომგებიანი იქნება. თუკი შემდეგ ტურებში გადავედი, იქ უკვე თავად გადაწყვეტენ.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები