LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოგი გვახარია ორმაგი ცხოვრებით მცხოვრები ხელისუფალ-ჰომოსექსუალების შესახებ…

2181
gogi-gaxaria 3445656-news

კინომცოდნე გოგი გვახარია სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში, სადაც მუდმივად ყალბი კერპების გარემოცვაში ვცხოვრობთ, თანამდებობის პირებისთვის იმის თხოვნა, რომ გამოვიდნენ და საკუთარი სექსუალური ორიენტაცია გაამჟღავნონ, მათზე ძალადობაა, თუმცა მეორე მხრივ, ორმაგი ცხოვრების მქონე თანამდებობის პირების გამო ქვეყანა ბევრჯერ დაზარალებულა…

გთავაზობთ გოგი გვახარიას სტატუსს ამ თემაზე:

„ადრე დავწერე – საქართველოს უახლესი ისტორია ტყუილების, მითების, ყალბი კერპების გარეშე მხოლოდ მაშინ დაიწერება, როცა გვეყოფა ვაჟკაცობა და ორმაგი ცხოვრებით მცხოვრებ ხელისუფალ-ჰომოსექსუალებზე, მათი ცხოვრების სტილზე ვიტყვით სიმართლეს.

რადიოს ვებგვერდზე იმ ტექსტის გამოქვეყნების შემდეგ არაერთმა ადამიანმა დამირეკა, წყენა გამოთქვა, გაბრაზება, ზოგიც დამემუქრა – ეს ხომ იმ ხალხის პირადი ცხოვრებაა, რა უფლებით უნდა შევეხოთ მათ ინტიუმურ გრძნობებსო. ერთხანს ვიფიქრე, რომ მართალია ეს ხალხი და სერიოზული შეცდომა დავუშვი – ჩვენს ჰომოფობურ საზოგადოებაში პოლიტიკურად აქტიურ ადამიანს, საჯარო პირს მოსთხოვო ქამინგაუტი, არის ძალადობა

მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ საქართველო, ნახევრად ოკუპირებული ქვეყანა, გადაჭედილი აგენტებით და დამპყრობლის სამსახურში მყოფი ჩეკისტებით, არაერთხელ დაზარალებულა სწორედაც ამ ორმაგი ცხოვრებით მცხოვრები პოლიტიკოსების, საჯარო პირების გამო. ჰომოფობია პოლიტიკური იარაღია არა მარტო პოლიტიკოსების ერთმანეთთან ბრძოლაში. ჰომოფობია ქვეყნის დამყრობლის იარაღია ყოველ ჩვენგანთან, ჩვენს მომავალთან ბრძოლაში.

გამოსავალი?

“გამოსავალი განათლებაა” – აი, ამას ვწერ ახლა და მაგრად მრცხვენია. შევარდნაძის დროინდელი განათლების მინისტრის მოადგილის წამოცდენა მახსენდება ტელევიზორში: “ეს ოხერი განათლება“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები