LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გომელაური ათონელის სასახლეში მივიდა – სამწლიანი პრეზიდენტობის პერიოდში ზურაბიშვილი ვეტოს უფლებას პირველად გამოიყენებს?

91
გომელაური სალომე

ათონელის პრეზიდენტის რეზიდენციაში შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაურისა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა მიმდინარეობს, რომელიც  მედიისთვის დახურულია.

არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილებებს განიხილავენ.

 

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის აზრით, პრეზიდენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილებების კანონპროექტს ვეტო უნდა დაადოს.

თუ ასე მოხდა და ოპოზიციის იმედები გამართლდა, ზურაბიშვილი სამწლიანი პრეზიდენტობის პერიოდში პირველად გამოიყენებს, ვეტოს უფლებას.

წინამორბედისგან, გიორგი მარგველაშვილისგან განსხვავებით მას ამ უფლების გამოყენებაზე არასდროს უფიქრია, ყოველ შემთხვევაში ამის შესახებ მედიაში ინფორმაცია არასდროს გაჟღერებულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g