LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გორბის“კვლევა: გამოკითხულთა 46% „ხალხის ძალის“ ქმედებებს და შეხედულებებს ეთანხმება

211
BeFunky-collage (1)

ტელეკომპანია “იმედმა” საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრ GORBI-ის კვლევის შედეგები წარმოადგინა.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ერთ-ერთი კითხვა მოძრაობა „ხალხის ძალა“ ქმედებებს ეხებოდა.

გამოკითხვის თანახმად, კითხვაზე, ეთანხმებით თუ არა მოძრაობა „ხალხის ძალის“ ქმედებებსა და შეხედულებებს? გამოკითხულთა 46% ამბობს, რომ ეთანხმება „ხალხის ძალის“ ქმედებებს და შეხედულებებს, 1% ნაკლები, 45% ამბობს, რომ არ ეთანხმება, არ იცის ან პასუხზე უარს ამბობს რესპონდენტთა 9%.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა, GORBI-მ ჩაატარა. ქვეყნის მასშტაბით მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევით, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა 2024 რესპონდენტი. საველე სამუშაოები GORBI-მ 17-30 ნოემბერს ჩაატარა. კვლევის ცდომილების ზღვარია +/- 2.5 %

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g