LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გთხოვთ, მაპატიეთ, 73 წლის ვარ, უამრავი თაობა გამიზრდია და აპატიეთ ლევანისაც, ბოროტებით არ გაუკეთებია” – დაკავებულის დედა საზოგადოებას ბოდიშს უხდის

396
BeFunky-collage (2)

რატომ შეიჭრა ლევან ზურაბაშვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში – დაკავებული თავდამხმელის დედა მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს. ყოფილი პედაგოგი, 73 წლის ლამარა ტერელაძე კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მისი შვილი აზარტული თამაშების მსხვერპლი იყო. ამის შესახებ მან “ფორმულასთან” მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

“დიდი ხანი იყო აზარტული თამაშების მსხვერპლი, 12 წლის შვილი ჰყავს და ამბობს, არ მინდა, ჩემი შვილიც იმ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, როგორშიც მე ვარო“ – ადვოკატი

რაც შეეხება უშუალოდ 20 ნოემბერს მომხდარ ფაქტს, ტერელაძე აცხადებს, რომ შვილის ქმედებას არ ამართლებს და საზოგადოებას ბოდიშს უხდის.

“მინდა, ბოდიში მოვუხადო იმ ხალხს, ვინც ლევანმა შეაწუხა. გთხოვთ, მაპატიეთ, 73 წლისა ვარ. უამრავი თაობა გამიზრდია და ძალიან გთხოვთ აპატიეთ ლევანისაც, მაპატიეთ მეც, როგორც დედას და ერთადერთი შვილის პატრონს. მე მეტი ამქვეყნად არაფერი გამაჩნია. მას ეს ბოროტებით არ გაუკეთებია. არანაირად არ ვამართლებ, თუნდაც ხალხი რომ შეაშინა. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამ ხალხის წინაშე ძალიან მრცხვენია”- ამბობს ლამარა ტერელაძე.

17 მოქალაქე ჰყავდა მძევლად – შსს ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

როგორც დედა ამბობს, ოჯახს წამლების შესაძენად საკმარისი შემოსავალი არ აქვს და მისი შვილის ერთ-ერთ მოთხოვნას სწორედ ამას უკავშირებს.

“წამლები მჭირდება, იცით როგორ მოიმატა წამლებზე ფასმა. ნერვიულობს შენს მეტი არავინ მყავს და შენც რომ რამე მოგივიდეს რა უნდა გავაკეთოო, მეუბნება. წამლებიო – ალბათ, ამიტომ თქვა, მე მარტო ხო არ ვარ ქვეყანას უჭირს.

ბოლო სამი თვე ძალიან გაგვიჭირდა. ვიხდიდით ბანკში, ჩვენ არ გვაქვს დავალიანება, მაგრამ მერე რომ არაფერი გვრჩებოდა ეს იყო ჩვენი პრობლემა. რომ ხედავდა ამას რომ არსაიდან შემოსავალი არ იყო, ეტყობა ამან ზემოქმედება მოახდინა”,-ამბობს დედა.

ლამარა ტერელაძე სამართალდამცავებს სთხოვს გაითვალისწინონ მათი მძიმე ეკონომიკური მდგომარება.

ლევან ზურაბაშვილს ბრალს ოფიციალურად, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ.

 

magti 5g