LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან ზურაბაშვილის შეწყალების მოთხოვნით პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია დაიგეგმა

195
BeFunky-collage (4)

20 თებერვალს ვიკრიბებით პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ლევან ზურაბაშვილის გათავისუფლების/შეწყალების მოთხოვნით აქცია დაიგეგმა. აქციის ანონსი სოციალურ ქსელში ვრცელდება.

„ლევან ზურაბაშვილმა საკუთარი პერფორმანსით გამოხატა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის გულისტკივილი და სათქმელი. ჩვენ არ გვაქვს უფლება ლევანი მივატოვოთ და საქართველის პოლიტიკურ და ბიზნეს ელიტებში მოკალათებულ ფეოდალებს მისი 7 წლით ციხეში გამოკეტვის უფლება მივცეთ”, – წერს ორგანიზატორი.

შეგახსენებთ, 2020 წლის 20 ნოემბერს ლევან ზურაბაშვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიჭრა და არანამდვილი იარაღის მუქარით გააჟღერა მოთხოვნები საბანკო პროცენტების შემცირებაზე, მედიკამენტების ხელმისაწვდომობასა და აზარტული თამაშების აკრძალვაზე.

ლევან ზურაბაშვილი თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო, თუმცა ბრალი გადაუკვალიფიცირა და სასჯელის ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები