LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუბაზ სანიკიძე: „შალვა რამიშვილი სექსუალური მანიაკია, საზოგადოებისთვის სახიფათოა.. შუა საუკუნეებში ასეთებს ქვებით ქოლავდნენ“

450
Untitled design

ოპოზიციონერი დეპუტატი გუბაზ სანიკიძე აცხადებს, რომ „POST TV“-ს წამყვანი შალვა რამიშვილი სექ­სუ­ა­ლუ­რი მა­ნი­ა­კია და ის უნდა გასამართლდეს.

გუბაზ სანიკიძემ ამის შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა და გამოეხმაურა განცხადებებს, რომლითაც რამდენიმე ქალი შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს:

„შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი არის სექ­სუ­ა­ლუ­რი მა­ნი­ა­კი, რომელიც საზოგადოებისთვის სახიფათოა. სანამ ეს კაცი ქუჩაში რამეს არ ჩაიდენს, სა­ნამ ვინ­მეს არ გა­ა­უ­პა­ტი­უ­რებს ან შე­მო­აკ­ვდე­ბა…

ძველ დროში, შუა საუკუნეებში, ამნაირებს ქვებით ქოლავდნენ – როცა კა­ნო­ნი, კონ­სტი­ტუ­ცია და დაწერილი კანონები არ იყო და როცა მხოლოდ და­უ­წე­რე­ლი კა­ნო­ნე­ბი არ­სე­ბობ­და. ახლა ეს არ შეიძლება, რა თქმა უნდა, ახლა ეს კაცი და­წე­რი­ლი კა­ნო­ნებით უნდა გა­სა­მარ­თლდეს.

ეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სექ­სუ­ა­ლუ­რი მა­ნი­ა­კი“, – განაცხადა გუბაზ სა­ნი­კი­ძემ.

ჟურნალისტი მაკო ჯაბუა „პოს ტვ“-ის დამფუძნებელს სექსუალურ შევიწროებაში ამხელს – რას ამბობს შალვა რამიშვილი

„ადვოკატი სავარაუდოდ, ხვალ უკვე მეყოლება“ – გვანცა ბუღადაშვილი, რომელმაც შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა, სამართლებრივ ბრძოლას გეგმავს 

„სოლიდარობა თათია სამხარაძეს – ივანიშვილის რუსული მთავრობა ყველას მიადგება“ – „გირჩი – მეტი თავისუფლება“ 

„გური, ერთხელ კი არა, ორჯერ მოვუგე, შიგ „ქართული ოცნების“ სასამართლოში ეგ არაა დამნდობი კაცი… არც შენ დაგინდობს იცოდე“ – თათია სამხარაძე 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g