LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუგუტიანთკარის მკვიდრი გივი რაზმაძე მზადაა, მამუკა ხაზარაძის შეთავაზება მიიღოს

701
BeFunky-collage (15) (1)

გუგუტიანთკარის მკვიდრი, გივი რაზმაძე მზადაა, ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძისდახმარება მიიღოს. ამის შესახებ ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს. თუმცა, როგორც რაზმაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, გუგუტიანთკარში სახლს აღარ აიშენებს, რადგან ოკუპანტების მიერ მცოცავი ანექსიის გაგრძელების საფრთხე მუდმივად არსებობს.

„გუგუტიანთკარში მხოლოდ ომის დროს დაზიანებული ეს სახლი გვქონდა დარჩენილი, რომელიც იქით ჰყვება. მიწაც მეტი აღარ გვაქვს და ამიტომ, თუ ვინმე დამხმარე გამოჩნდება, ხაზარაძე იქნება თუ სხვა ვინმე, იქ სახლის აშენებაზე აღარ ვიფიქრებთ და იმ სახლს მივამატებთ, რომელშიც ახლა ვცხოვრობთ. 2009 წელს, როცა ამ ტერიტორიაზე ვეღარ შევდიოდით, გუგუთიანთკარში არსებული სახლის სანაცვლოდ კომპენსაცია მოგვცეს – 15 000 დოლარი და გორში, წმინდა წყლის ტერიტორიაზე, ბარაკების დასახლებაში ავიშენეთ სახლი, ამიტომ, თუ დახმარება იქნება, მივიღებთ იმ დახმარებას და მირჩევნია, ამ სახლს მივამატო“, – განაცხადა გივი რაზმაძემ.

შეგახსენებთ, გუგუტიანთკარის მკვიდრს, გივი რაზმაძეს, რომლის სახლიც საოკუპაციო ხაზს მიღმა მოხვდა, მამუკა ხაზარაძე ახალი სახლის მშენებლობას სთავაზობს.

ომის დროს დაზიანებული სახლებიდან ნივთების გასატანად ოკუპანტებმა რაზმაძეების და გუგუტიშვილების ოჯახებს სამდღიანი ვადა მისცეს.

ცნობისთვის, რუსეთის საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებების ადგილზე გასაცნობად გუგუტიანთკარში დღეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ჩავლენ

 

 

 

 

წყარო: “ინტერპრესნიუსი”
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g