სოფელ გუმათში „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია დილიდან განახლდა.
აქციის მონაწილეებს სოფელ ნამახვანისკენ მიმავალი გზა პოლიციამ რკინის ბარიერებით გადაუკეტა.
როგორც ისინი აცხადებენ, დილითვე რკინის ბარიერები აგებული დახვდათ.
ცნობისთვის, გუშინ გამართულ აქციაზე დაპირისპირება იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს.
როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სოფელ გუმათში 6 პირი დააკავეს.