LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურამ ლომიძე და ივანა მელაი გაშორდნენ: „ბევრმა უთანხმოებამ შედეგი გამოიღო…“

2603
ivanamelai

„ქუჩის ბიჭების“ წევრი, მომღერალი გურამ ლომიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ პასუხობს კითხვას, რატომ ვერ შედგა მისი პირადი ცხოვრება. როგორც ჟურნალი წერს, ის უკრაინელ მომღერალს ივანა მელაის დაშორდა, რომელთანაც რამდენიმეწლიანი ქორწინება აკავშირებდა. წყვილს ერთი გოგონა ჰყავს. გურამს წინა ორი ქორწინებიდან ასევე ჰყავს შვილები. მისი პირველი მეუღლე ხატია შამუგია გახლდათ, მეორე კი ამერიკელი ქალბატონი, რომელთანაც შვიდი წელი აკავშირებდა ქორწინება… მესამედ კი ივანა მელაიზე დაქორწინდა, თუმცა ეს ურთიერთობაც დასრულებულია.

გურამ ლომიძე:

„ივანასთან მიმართებაში ყველაფერი კარგად და ლამაზად აეწყო. ულამაზესი ელიზაბეტი გვყავს, ბევრი კარგი და ლამაზი დრო გავატარეთ ერთად, არაფერს ვნანობ. ყველაფერი ისე ხდება, როგორც უნდა მოხდეს. რასაკვირველია, ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. ჩვენს ურთიერთობაშიც ბევრმა უთანხმოებამ და ხასიათის ჭიდილმა თავისი შედეგი გამოიღო. ამ თემაზე საერთოდ არ მიყვარს საუბარი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები