LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ერთმანეთი გაგვაცნო საერთო მეგობარმა ბათუმში…“ – ეკატერინე ტუღუში გურამ ლომიძის გაცნობის ამბავს „იმედზე“ ჰყვება

471
ეკატერინე ტუღუში

„პრაიმშოუში“ „იმედზე“ ეკატერინე, ეკატერინე ტუღუში ჰყვება ამბავს, როგორ გაიცნო საქმრო, გურამ ლომიძე:

„ექვსი წელია, ერთად ვართ. ერთმანეთი ბათუმში გაგვაცნო საერთო მეგობარმა. შემთხვევით აღმოვჩნდი მათ რეპეტიციაზე. ჯგუფიდან მხოლოდ და მხოლოდ გურამი არ მომწონდა. ყოველთვის იცვამდა განსაკუთრებულად და არ მომწონდა. ზურას ბუმი იყო მაშინ და ზურასკენ იყო მთელი ჩემი სადაქალო, ყველა კი, მაგრამ გურამი ვერ-მეთქი, ვამბობდი. არ ვიცი, რას ვუწუნებდი. ვერ ვიღებდი, ორიგინალურად რომ ეცვა. ამათ რომ ტანჯული ცხოვრება გამოიარეს, მე ერთი წლის ვიყავი მაშინ…“

გურამ ლომიძე ასევე იხსენებს, როგორ დაინახა პირველად კეკე:

პირველად რომ შემოვიდა რეპეტიციაზე. გაოგნებული იყო, ქუჩაში ისეთი რამ შეემთხვა, რომ შეშინებული იყო. მაშინ ყურადღება არ მიმიქცევია. მას მერე წავედი ბავშვთან, უნდა გამესეირნებინა. კონცერტზე რომ მოვიდა, ჩვენთან ერთად სუფრასთან რომ დაჯდა, შევამჩნიე ლამაზი გოგო. დავიწყე მოქმედება. ვითხოვე მისი ტელეფონის ნომერი. მიწერ-მოწერით გამოვიყვანე ხაზზე და მას მერე ხაზზეა…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები