„ქუჩის ბიჭების“ წევრი, გურამ ლომიძე ია ფარულავას გადაცემას სტუმრობს და თავისი პირადი ცხოვრების შესახებ საუბრობს, მათ შორის ქორწინებებზე ხატია შამუგიასთან და ივანა მელაისთან და შვილზე, რომელიც წლებია, არ უნახავს…
გადაცემის ანონსში გურამ ლომიძე პასუხობს კითხვას, უღალატა თუ არა ხატია შამუგიას. ამ კითხვას ის უარყოფითად პასუხობს, თუმცა ხატია შამუგია ამბობს, რომ ღალატი ნამდვილად იყო: „გურამიკო როგორც ამბობს, მცდელობა იყო, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ იყო იქ ღალატი…“