LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურიაში ასფალტის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნება

99

ოზურგეთის რაიონის სოფელ გურიანთაში ასფალტის გადამამუშავებელი საწარმო ამოქმედდება, რისთვისაც კომპანია „ახალი ქარხანა“ 1 002 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

ახალი საწარმო 2017 წლის ივნისში გაიხსნება და ოზურგეთში, ლანჩხუთში, ჩოხატაურში, ფოთსა და ქობულეთში არსებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოემსახურება. აღსანიშნავია, რომ ქარხანა საათში 80 ტონა ასფალტის წარმოებას შეძლებს და პირველ ეტაპზე 10 ადამიანის დასაქმებას შეძლებს.

შპს „ახალი ქარხანა“ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას მეწარმეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები