“ჩვენ გვაქვს პრეტენზია და ამბიცია, რომ ჩავითვალოთ ცივილიზებულ საზოგადოებად, სადაც აბსოლუტურად ერთმანეთისგან განსხვავებული და არათავსებადი შეხედულებებიც კი არსებობისთვის სივრცეს პოულობენ. ეს აუცილებლად გასათვალისწინებელია” – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ რადიო “ფორტუნას” პირდაპირ ეთერში გადაცემაში “დღის თემა” განაცხადა.
გადაცემაში “დღის თემა” მიხეილ სარჯველაძე “პრაიდ ფესტივალთან“ დაკავშირებით საპატრიარქოსა და საქართველოში მოქმედი სხვა და სხვა რელიგიური კონფესიების ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ნათქვამია, რომ საკითხის დარეგულირება საკანონმდებლო წესით უნდა მოხდეს.
“ყველას აქვს უფლება დააფიქსიროს პოზიცია, რასაკვირველია უნდა მოისმინოს და შესაძლებელია მოისმინოს ამ პოზიციასთან დაკავშირებით კრიტიკული მოსაზრებაც, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთმანეთს ქვებით და ჯოხებით თავს დავესხათ. ბუნებრივია ეს განგვასხვავებს ცივილიზებულ საზოგადოებას იმისგან, რაც არის ვანდალიზმი, რაც არის ბარბაროსობა და ა.შ” – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ პირდაპირ ეთერში.