LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვარამია: ამ რეზოლუციით ბიძინა ივანიშვილი ციხის საკნიდან დავამარცხე

471
ნიკა-გვარამია-e1580399271167

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას ეხმიანება.

როგორც გვარამიამ “მთავარ არხთან” განაცხადა, ამ რეზოლუციით ციხის კამერიდან ბიძინა ივანიშვილი დაამარცხა:

მისი თქმით, რეზოლუცია დგას ძალიან მნიშვნელოვნად ლექსო ლაშქარავას სიცოცხლეზე და მან სიკვდილის შემდეგ ეს ბრძოლა საქართველოს ხელისუფლებასთან მოიგო. გვარამიამ აღნიშნა, რომ რეზოლუცია ქართველი ხალხისა და ქართული მედიის გამარჯვებაა:

“ეს რეზოლუცია დგას მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლაზე, მის ციხეში შეგნებულად ჩაჯდომაზე, მის შიმშილობაზე, მის წამებაზე და ახლა უმძიმეს მდგომარეობაზე. მიხეილ სააკაშვილმა, ბიძინა ივანიშვილი ამ რეზოლუციით დაამარცხა. ეს რეზოლუცია დგას ყველა პოლიტპატიმარზე, ჩემი ჩათვლით, ვინც ციხეში არის იმიტომ რომ არ შეეგუა “ქართულ ოცნებას” და იბრძვის დაუღალავად. საკუთარ თავზე იმის თქმა შემიძლია, რომ მივმართავ ბიძინა ივანიშვილს, ციხიდანაც შესაძლებელია ბრძოლის მოგება და მეც, ბიძინა ივანიშვილი, ამ რეზოლუციით დავამარცხე ციხის კამერიდან.” – განაცხადა გვარამიამ.

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის თქმით, ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია ასევე არის ქართული არასამთავრობო სექტორის, ნინო ლომჯარიას, ქართული ოპოზიციური სპექტრის გამარჯვება.

რა წერია „საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევების“ შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები