LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გვექნება მერყეობა 200-500-ის ფარგლებში, მაგრამ მთავარია იყოს მართვადი” – ამირან გამყრელიძე

75
BeFunky-collage - 2020-09-28T124530.870

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, კოვიდ-19-ის შემთხვევათა რაოდენობის მიხედვით, საქართველოში გარდაცვლილთა რაოდენობა ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ამირან გამყრელიძის განცხადებით, შემთხვევების რაოდენობის ზრდა მოსალოდნელი იყო, განსაკუთრებით აჭარაში, რაც მისივე თქმით მობილობის ზრდასთან არის კავშირში. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ახალი დადასტურებული შემთხვევების 200-დან 500-ის ფარგლებში მერყეობაც მოსალოდნელია, თუმცა მისივე თქმით, აღნიშნული პროცესი უნდა იყოს მართვადი.

„თითოეული გარდაცვალება ტრაგედიაა, მაგრამ სამწუხაროდ, მედიცინაში ეს ხდება, თუმცა შემთხვევათა დიდი რაოდენობის ფონზე, საქართველოს აქვს ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო პროცენტი. ჯერჯერობით აჭარა რჩება ყველაზე ცხელ წერტილად. ანუ, ხდება კონცენტრირება ინფექციის დიდი ნაწილის და ეს მერყეობს 60-დან 75 პროცენტამდე სხვადასხვა დღეს. დღეისთვის აჭარაში სტანციონარებში არის 502, კოვიდ-სასტუმროებში 998, ბინაზე მეთვალყურეობის ქვეშ 600-მდე ინფიცირებული.

პროგნოზირებადი იყო, რომ ჩვენ შემოდგომაზე, ზაფხულის სეზონის შემდეგ გვექნებოდა ზრდა და რომ ეს ყველაფერი დაიწყებოდა აჭარიდან. ამავე დროს, უნდა გავითავისოთ ისიც, რომ ჩვენ ყოველდღიურად გარკვეული პერიოდის განმავლობაში გვექნება შემთხვევათა მერყეობა 200-400-500-ის ფარგლებში, მაგრამ ეს ყველაფერი მთავარია უნდა იყოს მართვადი. ჯერჯერობით ეს ყველაფერი სრულად მართვადია და ავადმყოფებს ეწევათ შესაბამისი დახმარება“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები