LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გვიყვარდეს ერთმანეთი და ერთიანი შემართებით ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ქალაქის საკეთილდღეოდ” – კახა კალაძე ოჯახთან ერთად

584
BeFunky-collage (2)

საქართველოს პარლამენტის შენობის წინ დედაქალაქის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე აინთო.

ღონისძიებას დედაქალაქის მერი, კახა კალაძე და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოჯახებთან ერთად დაესწრნენ.

ღონისძიებიდან კახა კალაძე სოციალურ ქსელში ფოტოებს ავრცელებს და საზოგადოებას მიმართავს.

“ყველაფერი ცუდი და რთული, რაც იყო 2021 წელს, წარსულს უნდა გავატანოთ და ახალი იმედებით, ახალი შემართებით, ახალი ენერგიით და დიდი სიყვარულით შევხვდეთ 2022 წელს. ეს წელი იქნება აღმშენებლობის, განვითარების, წარმატების და წინსვლის წელი. ჩვენ ამას ყველა ერთად მოვახერხებთ. ჩემო მეგობრებო, მტრის და მოყვასის სიყვარული ჩვენი კულტურის, ჩვენი ისტორიის, ჩვენი რელიგიის ნაწილია. ამიტომ მინდა, ყველას გთხოვოთ მეტი სიყვარული და მეტი პატივისცემა. რაც დღეს ყველაზე მეტ პრობლემას წარმოადგენს, არის გაუცხოება, ამიტომ გვიყვარდეს ერთმანეთი და ერთიანი შემართებით ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ქალაქის საკეთილდღეოდ ისე, რომ ამ ქვეყანაში მცხოვრებმა თითოეულმა ადამიანმა იგრძნოს კეთილდღეობა საკუთარ თავზე და ოჯახში,”-წერს კახა კალაძე.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g