LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გზები, სკვერები, საყრდენი კედელი: დედაქალაქის ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება

642
DSC-0384

თბილისში ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

გლდანის გამგეობა ავჭალაში, ლიბანის N29-N31 კორპუსების მიმდებარედ, საგზაო სამუშაოებს ახორციელებს. პროექტის შედეგად, მოეწყობა ბორდიური და დაახლეობით, 2 200 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება.

სამუშაოებისთვის 108 800 ლარია გათვალისწინებული.

„გლდანში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას აქტიურად ვახორციელებთ. ლიბანის N29–31 კორპუსების მოსახლეობას დაზიანებული გზის საფარის გამო, გადაადგილება უჭირდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება და მოსახლეობას  წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება“, – აცხადებს ჟურნალისტებთან საუბარში  გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძემ.

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ვაჟა-ფშაველას მეორე კვარტლის N11 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დასასვენებელი სივრცე მოეწყობა. 1 600 მ2 ფართობის სივრცეში, რომელიც ავტოსადგომადაა ქცეული, მულტიფუნქციური სკვერი განთავსდება.

აღნიშნულ ტერიტორიაზე მოეწყობა საბავშვო-გასართობი ზონები სხვადასხვა ატრაქციონით, დამონტაჟდება მაგიდის ჩოგბურთის მაგიდები, ასევე, განთავსდება დასასვენებელი სივრცეები, დამონტაჟდება საპარკე ავეჯი და ურნები.

სკვერში დასასვენებელ პავილიონთან ერთად, გათვალისწინებულია საფეხმავლო ბილიკების, განათებისა და სარწყავი ქსელების მოწყობა.

პროექტის თანახმად, ტერიტორიაზე დაირგვება სხვადასხვა მცენარეები – წითელი კოწახური, არღავანი, თეთრი (ცრუ) აკაცია, რობინია, ეონიმუსი, ლიგუსტრუმი, წითელი  ნეკერჩხალი და ბალახი.

პროექტის ღირებულება 254 041 ლარს შეადგენს. სამუშაოები ვაკის გამგეობის ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ნაძალადევის რაიონში, კვერნაულის ქუჩაზე გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 50 მ სიგრძის და ექვსი მ სიმაღლის საყრდენი კედელი შენდება.

„კვერნაულის ქუჩაზე გრუნტის ჩამოშლის საშიშროების გამო, საჭირო გახდა კედლის მშენებლობა. აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის უსაფთხოებისთვის. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მიწის ჩამოშლის საშიშროება აღარ გვექნება და გზის სავალი ნაწილი დაცული იქნება“, – აცხადებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე.

პროექტის ღირებულება 84 000 ლარს შეადგენს. სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით სრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g