LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჰომეოპათიური პრეპარატები ვირუსის გადაცემისა და მისი გართულების რისკს ამცირებს“ – თორნიკე ალაშვილი COVID19-ის პრევენციაზე

33750
rotnike-alashvili-covid19

როგორ მუშაობს ჰომეოპათია კორონავირუსის პრევენციაზე საქართველოში, რა ტიპის  მედიკამენტები გამოყენება იმუნიტეტის გასაძლიერებლად და არსებობს თუ არა, კონკრეტულად COVID19-ის წინააღმდეგ მიმართული პრეპატარი – ამ თემაზე რადიო „ფორტუნას“ ეთერში ეკოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრმა, საქართველოს ჰომეოპათიისა და ქართული ტრადიციული მედიცინის ლიგის პრეზიდენტმა, კლინიკა „ოჯახის მკურნალის“ ექიმმა თორნიკე ალაშვილმა ისაუბრა.

მინდა ავღნიშნო, რომ  ძალიან სამწუხარო სიტუაციაა დღეს და იმედს ვიტოვებ, რომ აღდგომისთვის ყველაფერი უკეთ იქნება. მანამდე კი უნდა მივეჩვიოთ, გავუძლოთ და ვისწავლოთ, როგორც ჰიგიენური ნორმების დაცვა, ასევე სოციალური დისტანცირების პრინციპების გათვალისწინება. ყველა ტიპის გამოცდილება ამ დროს გასათვალისწინებელია, იქნება ეს ჰომეოპათია, თუ ტრადიციული მედიცინა. რაც შეეხება ჰომეოპათიას, მას აქვს ეპიდემიებთან ბრძოლის დროს მუშაობის გამოცდილება, მათ შორის ისეთი უცნობი ეპიდემიების, რომლებიც კაცობრიობისთვის ახალი იყო და უცნობ შტამს წარმოადგენდა. ჯერ კიდევ მაშინ ჰომეოპათიას ჰქონდა გასაოცარი შედეგები, რადგან ჰომეოპათია მუშაობს იმუნიტეტზე, იმუნიტეტი კი არის მთავარი. მოგეხსენებათ, ორგანიზმს აქვს არასპეციფიკური დაცვის უნარი  ვირუსის წინააღმდეგ და ამ დროს ხდება მისი მობილიზაცია. ეს არა მარტო დაავადების პროფილაქტიკის თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი, არამედ ვირუსით ინფიცირებისას, გართულების პრევენციისთვისაც.

ჰომეოპათიური პრეპარატი პირდაპირ არც ერთი ვირუსის, ბაქტერიისა და პარაზიტის წინააღმდე არ მოქმედებს. ჩვენი მკურნალობა არის მიმართული ორგანიზმის თვითგანკურნების მექნიზმის მობილიზიაციაზე, რომ ორგანიზმმა თვითონ იბრძოლოს ვირუსის, თუ სხვა აგენტის წინააღმდეგ. ეს სქემა ბევრად ეფექტურია, ვიდრე სხვა გზები. ჩვენთვის არ აქვს მნიშველობა მიკროსკოპულ მონაცემებს, მთავარია ვიცოდეთ სიმპტომები, განსაკუთრებით რთულ შემთხვევებში.

მინდა ავღნიშნო, რომ ეს არ გახლავთ სიმპტომატიური მკურნალობა, ჩვენ სიმპტომებსა და დაავადებების გამოვლინების ფორმებს ვაკვირდებით და წამლებს ვარჩევთ, ისე რომ ორგანიზმის იმუნიტეტი ირთვება და ხდება თვითგანკურნება. რიგი ჰომეოპათები აბობდნენ, რომ აქვთ კორონავირუსის წინააღმდეგ მიმართული წამალი. აქ არ უნდა იყოს საუბარი სამკურნალო მედიკამენტზე, არამედ უნდა ვისაუბროთ  პროფილაქტიკურ საშუალებაზე. ვისაც უკვე აქვს კორონავირუსი, მასთან მკურნალობა მიდის ინდივიდუალურად. უნივერსალურ პრეპარატზე ლაპარაკი ზედმეტია. ჰომეოპათიური პრეპარატი ვირუსის გადაცემისა და მისი გართულების რისკს ამცირებს.  გართულებული ფორმების მკურნალობა ჰომეოპატიით შესაძლებელია, მაგრამ  ინდივიდუალურად შერჩეული პრეპარატით და არა ერთი უნივერსალური პრეპარატით.

 

სრული პოდკასტი მოისმინეთ აქ:

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები