ჰონგ-კონგში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას South China Morning Post ავრცელებს.
გარდაცვლილი 39 წლის კაცია, რომელიც ჰონგკონგში პრინცესა მარგარეტის კლინიკაში მკურნალობდა. სამედიცინო წყაროებზე დაყრდნობით, მას გულის უეცარი უკმარისობა დაემართა.
გარდაცვლილი 21 იანვარს ჰუბიის პროვინციის ქალაქ უხანში იმყოფებოდა და ორი დღის შემდეგ ჰონგ-კონგში დაბრუნდა. 31 იანვარს კი კლინიკას მაღალი სიცხით და კორონავირუსის სიმპტომებით მიმართა.
მამაკაცს კორონავირუსით ინფიცირება დედოფალ ელიზაბეტის კლინიკაში დაუდგინეს, ხოლო ვირუსის დადგენის შემდეგ პრინცესა მარგარეტის კლინიკაში იზოლირებულ პალატაში მოათავსეს.