ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციის დროს პოლიციელმა ნიღბიან კაცს ესროლა და მუცლის არეში დაჭრა.
მასობრივი ანტისამთავრობო პროტესტი ჰონგ-კონგში ჩინეთში ექსტრადირების კანონპროექტს მოჰყვა, რომლის მიხედვით დაკავებულებს განაჩენს ჩინეთის სასამართლო გამოუტანდა. მიუხედავად იმისა, რომ პროტესტის დაწყების შემდეგ მთავრობამ კანონპროექტი გააუქმა, დემონსტრაციები არ შეწყდა.
აქციის მოანაწილეების მთავარი მოთხოვნა დემოკრატიული რეფორმების გატარება და ჰონგ-კონგის ლიდერის, კერი ლამის გადადგომაა. ინციდენტი აქციის ერთერთი მონაწილის “facebook” ტრანსლაციაში მოხვდა, სადაც ჩანს დემონატრანტებთან ხელჩართული ჩხუბის შემდეგ როგორ ესვრის პოლიციელი იარაღს აქციის მონაწილეს.
11/11 Murderer! Shooting a 17-year-old student, the shoot was fatal, this is what HK police do to an unarmed and defenseless student.#HKprotests #WaterRevoltion #HKpolice pic.twitter.com/IUDqP24Vtj
— Stand With Hong Kong (@StandWi54643002) November 11, 2019
ჰონგკონგის პოლიცია ადასტურებს, რომ ოფიცერმა სამსახურეობრივ უფლებამოსილებას გადააჭარბა.
დაჭრილი დემონსტრანტი კრიტკულ მდომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია უტარდება.