LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Hyatt Centric საქართველოში შემოდის – პირველი სასტუმრო ბათუმში აშენდება

598
1 მთავარი

ჰაიატისაქართველოში სასტუმრო Hyatt Centric Boulevard Batumi-ის მშენებლობას გეგმავს. პანდემიის დაწყების შემდეგ ეს საერთაშორისო სასტუმრო ბრენდის საქართველოში შემოსვლის პირველი შემთხვევაა. ინფორმაციას “ფროფერთი ჯორჯია” ავრცელებს.

კომპანია „ჰაიატმა” შპს „ალიანს სიტისთან“ მართვის ხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულება ბათუმში სასტუმრო Hyatt Centric Boulevard Batumi-ის მშენებლობას ითვალისწინებს. 180-ნომრიან სასტუმროში, რომლის გახსნაც 2025 წლისთვის იგეგმება, განთავსებული იქნება 14 ლუქსი, რესტორანი, ლობი-ბარი, ფიტნეს-ცენტრი და სპა, ასევე 550 კვ.მ. ფართობის საღონისძიებო სივრცე.

Hyatt Centric-ის ბრენდი პირველად შემოდის საქართველოში, ევროპის მასშტაბით კი ეს მისი მეცხრე ობიექტი იქნება.

აღსანიშნავია, რომ Hyatt Centric Boulevard Batumi განთავსდება ქალაქის ცენტრალური ქუჩის – რუსთაველის გამზირის დასაწყისში, სადაც ის შავი ზღვის სანაპიროს გადაჰყურებს. სტუმრებისთვის ფეხით სასიარულო მანძილზე ხელმისაწვდომი იქნება ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობები, როგორიცაა: ბათუმის ბულვარი და ძველი ქალაქი თავისი უნიკალური არქიტექტურით. სასტუმრო განთავსდება მრავალფუნქციურ კომპლექსში „ალიანს ცენტროპოლისი“, რომელიც აერთიანებს აპარტამენტებს, კომერციულ და სავაჭრო სივრცეებს და ბათუმის „მსოფლიო სავაჭრო ცენტრს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები