LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰყვება ყველაფერს, რაც მოხდა, ვისთან მუშაობდა – ალექსეი დანილოვი მედვედჩუკის ჩვენების დეტალებზე საუბრობს

257
საქართველოს შემოსავალი სატრანსპორტო მომსახურებიდან 2022 წელს (9)

ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი აცხადებს, რომ უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი და პრორუსული პარტიის ლიდერი ვიქტორ მედვედჩუკი, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა, უკვე ჩვენებებს იძლევა იმის შესახებ, თუ ვისთან მუშაობდა და როგორ.

თემაზე დანილოვმა უკრაინულ მედიასთან ისაუბრა.

“მედვედჩუკი ახლა გვაძლევს ჩვენებებს, ჰყვება ყველაფერს, რაც მოხდა, ვისთან მუშაობდა, როგორ გამოიმუშავებდა. მედვედჩუკი აქ “რუხი კარდინალი” უნდა ყოფილიყო, როგორც იყო მთელი ცხოვრება, კუჩმას დროდან დაწყებული. ჩვენს უსაფრთხოების სამსახურს რომ კუჩმას დროიდან ნაყოფიერად და ხარისხიანად ემუშავა, მედვედჩუკი კუჩმას დროიდან უკვე გისოსებს მიღმა იქნებოდა,”- განაცხადა დანილოვმა.

დანილოვს მიაჩნია, რომ რუსეთში მედვედჩუკი არც ისე ძალიან სჭირდებათ, რადგან მისი მეუღლის მცდელობებმა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ყველასთვის მიემართა, უშედეგო აღმოჩნდა. ამასთან უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ უკრაინული მხარე მზადაა დაკითხვების შემდეგ მედვედჩუკი უკრაინელ ტყვეებში გაცვალოს:

“თუ იქნება შესაძლებლობა და აუცილებლობა, რომ ეს ნაბიჭვარი გაიცვალოს ჩვენ მოქალაქეებზე, რომლებიც ტყვეობაში არიან, მე ვერ ვხედავ ამაში ვერაფერ გასაკვირს. მაგრამ ჯერ პირველ რიგში დაკითხვებია,” – განაცხადა დანილოვმა.

შეგახსენებთ, ხელბორკილებიანი მედვედჩუკის ფოტო 12 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაავრცელა. უკრაინის ლიდერის თქმით, ის 48 დღის განმავლობაში იმალებოდა და ქვეყნიდან გაქცევა ჰქონდა განზრახული.

ვიქტორ მედვეჩუკს​ 2021 წლის მაისიდან შინაპატიმრობა აქვს შეფარდებული. იგი ბრალდებულია სახელმწიფო ღალატსა და ეროვნული რესურსების ძარცვის მცდელობაში, ასევე, ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში დახმარებაში.

ამავე თემაზე:

მედვედჩუკის ცოლი უკრაინელებს მეუღლის წამებაში ადანაშაულებს

ვიქტორ მედვედჩუკსა და მის მეუღლეს უკრაინაში ქონება ჩამოართვეს

პესკოვი მედვედჩუკის უკრაინელ ტყვეებში გაცვლის ინიციატივაზე: რუსეთის მოქალაქე არაა

ვიდეო: „გამოიყენეთ თქვენი გავლენები, მისი დაკავება ტერორიზმის გამოვლინებაა“ – პრორუსი ოლიგარქის, მედვედჩუკის მეუღლე ერდოღანს მიმართავს

ვოლოდინი: თუ ვიქტორ მედვედჩუკს რამე დაემართება, პასუხი ზელენსკიმ უნდა აგოს – ის აშშ-ის დაკრულზე ცეკვავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები