LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაგო ხვიჩია: „ნაცებს“ მეათე მოწვევის პარლამენტში საქმიანობა არც დაუწყიათ, აქედან გამომდინარე, ვერაფერს ვიტყვი ვერც საქმიანობის შეწყვეტაზე

128
იაგო ხვიჩია

პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მეათე მოწვევის პარლამენტში საქმიანობა არც დაუწყიათ და აქედან გამომდინარე, მათ მიერ საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობის შეწყვეტაზე, ვერაფერს იტყვის.

როგორც მანვე აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ ახლაც მათი წინა ქმედებებისგან განსხვავებულს ვერაფერს გააკეთებს:

„ნაცებს“ არც დაუწყიათ მეათე მოწვევის პარლამენტში საქმიანობა, აქედან გამომდინარე, ვერაფერს ვიტყვი ვერც საქმიანობის შეწყვეტაზე. მგონია, ბოიკოტების რეჟიმი და ეს გაურკვევლობა ამ პარლამენტს თავიდანვე მოსდევს და „ნაცმოძრაობა“ ახლა მათი წინა ქმედებებისგან განსხვავებულს ვერაფერს გააკეთებს.“– განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პარტია საგანგებო რეჟიმზე გადადის და საპარლამენტო მუშაობას წყვეტს.

გარდა ამისა, როგორც „ფორტუნას“ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ განუცხადა, საკანონმდებლო ორგანოში მუშაობას ისინიც წყვეტენ.

“მინდა მივმართო ბატონ მიხეილს და ვუთხრა, თავი არ უნდა იგრძნოს მარტო!” – ხოშტარია ოპოზიციას თანამშრომლობისკენ მოუწოდებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები