LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მინდა მივმართო ბატონ მიხეილს და ვუთხრა, თავი არ უნდა იგრძნოს მარტო!” – ხოშტარია ოპოზიციას თანამშრომლობისკენ მოუწოდებს

159
BeFunky-collage - 2023-02-07T001134.684

მინდა მივმართო ბატონ მიხეილს და ვუთხრა, თავი არ უნდა იგრძნოს მარტო!, – “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია პარტიაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე,მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დარჩა და სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმეზე დაცვის მხარის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

ელენე ხოშტარიამ ოპოზიციას თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

“მიიღეს სასტიკი გადაწყვეტილება, რომელიც ეხება არამხოლოდ მიხეილ სააკაშვილს, არამედ ეს არის მთელი ქვეყნის პრობლემა. წარმოუდგენელია, რომ ჩვენ თვალწინ ადამიანის ღირსებისა და ჯანმრთელობის შელახვა ხდება ასეთი თავხედური ფორმით. ამ პროცესს არანაირი საერთო არ ჰქონია არცერთ ეტაპზე სამართალთან, მორალთან ან რაიმე სიმართლის დადგენასთან. ეს არის პირდაპირი, ღია შურისძიება და ჩვენს თვალწინ ადამიანის გათელვა.

ეს ადამიანი არის საქართველოს მესამე პრეზიდენტი, და მე არ ვიცი ვინ აღიქვამს დღეს ამას და ვინ არა, მაგრამ ეს არის ძალიან მძიმე საქართველოს ყველა მოქალაქისთვის.

რა თქმა უნდა, ეს საკითხი სცდება მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის” ჩარჩოებს. მე პირველ რიგში მინდა ბატონ მიხეილს მივმართო ციხეში და ვუთხრა, რომ მან არ უნდა იგრძნოს თავი მარტო და ის არ იმსახურებს ამ მოქცევას. საქართველოს მოქალაქეებისგან, საქართველოს სახელმწიფოსგან საქართველოს მესამე პრეზიდენტი, არცერთი ადამიანი არ იმსახურებს და მან მინდა მიიღოს ჩემი პირადი და ჩვენი გუნდის მხარდაჭერა.

ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ როგორც ვთქვი, ეს სცდება ნაციონალური მოძრაობის ჩარჩოებს და, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ რომ მივიღოთ მონაწილეობა იმ აქტივობებში, რაც არის აუცილებელი. მე ვთავაზობ თანამშრომლობას, კონსულტაციებს იმისთვის, რომ კოორდინირებულად, მკაფიოდ, გონივრულად ვიმუშაოთ ქვეყნის შიგნით. ეს არის პროტესტი, ეს არის აქციები. და ქვეყნის გარეთ, იმისთვის, რომ გადავარჩინოთ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე.

გავიდა დრო, როდესაც სალომე ზურაბიშვილს შეუძლია გააგრძელოს დუმილი მე არ ვიცი ვის რისი იმედი აქვს, მაგრამ მე ზუსტად ვიცი, ვის რისი პასუხისმგებლობა აქვს. და დღეს სალომე ზურაბიშვილის პასუხისმგებლობაა არის ძალიან მაღალი. მან უნდა გააკეთოს არჩევანი და საბოლოო ჯამში მიიღოს გადაწყვეტილება, ან ისე, და აიღოს პასუხისმგებლობა რომ ისიც აწერს ამ განაჩენს ხელს, ან ასე და გადაარჩინოს ადამიანის სიცოცხლე და მათ შორის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი”, – აცხადებს ელენე ხოშტარია.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასჯელისგან არ გაათავისუფლა და არც გადაუვადა.

როგორც “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, პარტია საგანგებო რეჟიმზე გადადის და საპარლამენტო მუშაობას წყვეტს.

„ფაქტობრივად, მივიღე სასიკვდილო განაჩენი“ – მიხეილ სააკაშვილი

„შემდეგი იქნება სტრასბურგი“ – გიული ალასანია მოსამართლის გადაწყვეტილებაზე

„ეს საქმე 2-3 დღეში სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდება…არ უნდა დავნებდეთ“ – შალვა ხაჭაპურიძე

„ენმ-ის ოფისში ველოდები მიშას ყველა გულშემატკივარს“ – ხაბეიშვილი საგანგებო განცხადების გაკეთებას გეგმავს

„ამდენ მოწოდებებს, ლობისტებში დიდი ფულის გადაყრას, ჯობია, სააკაშვილს მოუწოდონ, საჭმელი შეჭამოს“ – მამუკა მდინარაძე

„საქართველო, შენ წამართვი ჩემი ახლობელი ადამიანი, ყველაფერი წაიღე, რაც ჩვენი იყო“ – ლიზა იასკო

„ჩემი მოქალაქეობრივი ვალია, ვიბრძოლო მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად“ – ნიკა მელია

“ნაციონალური მოძრაობა” ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან აქციას მართავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები