LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამდენ მოწოდებებს, ლობისტებში დიდი ფულის გადაყრას, ჯობია, სააკაშვილს მოუწოდონ, საჭმელი შეჭამოს“ – მამუკა მდინარაძე

137
BeFunky-collage - 2023-02-06T215716.817

ამდენ მოწოდებებს, ლობისტებში დიდი ფულის გადაყრას, ჯობია, სააკაშვილს მოუწოდონ, საჭმელი შეჭამოს, – აღნიშნულის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, თუ კრიტიკულ ზღვარზე ვიღაცას რისკის გაწევა უნდა და ამით სურს სახელმწიფო მოატყუოს, ეს არ გამოდის.

“ჩვენ ვიცით ერთი რაღაც, რომ ამდენ მოწოდებებს, დავალებების შესრულებებს, ვიღაცის თვალის ასახვევად დიდი ფულის გადაყრას იმაში, რომ ლობისტები დაიქირაონ, ჯობია, თუ მართლა ვინმეს აინტერესებს ამ ადამიანის ჯანმრთელობა და ობიექტურად ერთი ადამიანი მაინც დარჩა იქით მხარეს, ვისაც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა აინტერესებს, მოუწოდონ საჭმელი შეჭამოს.

მოუწოდონ, რომ კალორიული საკვებიც შეჭამოს, მიუტანონ და მოუწოდონ. იმ დონეზე დავედით, ჩვენ ვეხვეწებით ლამის აქედან, საჭმელი ჭამოს, მეტად კალორიული. თუ კრიტიკულ ზღვარზე ვიღაცას რისკის გაწევა უნდა და ამით უნდა სახელმწიფო მოატყუოს, ეს არ გამოდის. თავის დროზე სტრასბურგის სასამართლომ მოუწოდა, რომ ეჭამა, ახლა მთელი პოლიტიკური სპექტრი ეხვეწება თავისიანების გარდა.

მთელი პარადოქსი ამაშია. ერთი ადამიანი იმისთვის, რომ დაარწმუნოს მსოფლიო, რაღაც უბედურება ხდება, აწამებენ და კლავენ, საჭმელს არ ჭამს იმ კალორაჟით, რამდენიც სჭირდება, თურმე ამის გამო უნდა მოხდეს სახელმწიფოში ყველა სამართლებრივი პრინციპის ამოტრიალება. ასე არ ხდება. როგორც სტრასბურგი, ასევე საქართველოს სასამართლო ერთ დასკვნამდე მიდის, უბრალოდ, არ არის ეს ყველაფერი მართალი. უნდა მიიღოს შესაბამისი საკვები სააკაშვილმა”, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასჯელისგან არ გაათავისუფლა და არც გადაუვადა.

„ფაქტობრივად, მივიღე სასიკვდილო განაჩენი“ – მიხეილ სააკაშვილი

„შემდეგი იქნება სტრასბურგი“ – გიული ალასანია მოსამართლის გადაწყვეტილებაზე

„ეს საქმე 2-3 დღეში სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდება…არ უნდა დავნებდეთ“ – შალვა ხაჭაპურიძე

„ენმ-ის ოფისში ველოდები მიშას ყველა გულშემატკივარს“ – ხაბეიშვილი საგანგებო განცხადების გაკეთებას გეგმავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g