LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნაციონალური მოძრაობა” ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან აქციას მართავს

178
BeFunky-collage - 2023-02-06T235624.247

“ნაციონალური მოძრაობა” პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან აქციას მართავს.

ადგილზე ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პარტიის სხვა ლიდერებიც მივიდნენ.

როგორც ხაბეიშვილმა მედიასთან განაცხადა, “ქართულ ოცნებასთან” ყველანაირი თანამშრომლობა დასრულებულია.

ღარიბაშვილის სახლთან გამართულ აქციას შეუერთდა “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ეკა ხერხეულიძეც, რომელმაც რამდენიმე ხნის წინ პარტიის პოლიტსაბჭოს დატოვების შესახებ განაცხადა.

“მიხეილ სააკაშვილმა დღეს გამოაქვეყნა სტატუსი, რომელშიც მხნედ მომეჩვენა. მიხარია იმ ადამიანების კონსოლიდაცია, რომლებიც დღეს აქ არიან, თუმცა ეს არ არის საკმარისი. იმედი მაქვს ქალაქის ქუჩებში ხვალ მეტს დავინახავთ”, – საუბრობს ეკა ხერხეულიძე.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასჯელისგან არ გაათავისუფლა და არც გადაუვადა.

როგორც “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, პარტია საგანგებო რეჟიმზე გადადის და საპარლამენტო მუშაობას წყვეტს.

„ფაქტობრივად, მივიღე სასიკვდილო განაჩენი“ – მიხეილ სააკაშვილი

„შემდეგი იქნება სტრასბურგი“ – გიული ალასანია მოსამართლის გადაწყვეტილებაზე

„ეს საქმე 2-3 დღეში სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდება…არ უნდა დავნებდეთ“ – შალვა ხაჭაპურიძე

„ენმ-ის ოფისში ველოდები მიშას ყველა გულშემატკივარს“ – ხაბეიშვილი საგანგებო განცხადების გაკეთებას გეგმავს

„ამდენ მოწოდებებს, ლობისტებში დიდი ფულის გადაყრას, ჯობია, სააკაშვილს მოუწოდონ, საჭმელი შეჭამოს“ – მამუკა მდინარაძე

„საქართველო, შენ წამართვი ჩემი ახლობელი ადამიანი, ყველაფერი წაიღე, რაც ჩვენი იყო“ – ლიზა იასკო

„ჩემი მოქალაქეობრივი ვალია, ვიბრძოლო მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად“ – ნიკა მელია

პოპულარულები