LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველო, შენ წამართვი ჩემი ახლობელი ადამიანი, ყველაფერი წაიღე, რაც ჩვენი იყო“ – ლიზა იასკო

331
BeFunky-collage - 2023-02-06T223254.231

უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება.

იასკო საქართველოს დროშას აქვეყნებს და წერს, რომ ამ ქვეყანამ მას ახლობელი ადამიანი წაართვა.

“ამ დროშის გვერდით ამდენი ხანი ვცხოვრობდი და ვცხოვრობ, მაგრამ მხოლოდ ახლა მომეჩვენა ეს დროშა სისხლიანი, სისხლით გაჟღენთილი. ეს აქამდე არ დამინახავს.

საქართველო, შენ წამართვი ჩემი ახლობელი ადამიანი მიხეილ სააკაშვილი. წაიღე ყველაფერი რაც ჩვენი იყო და ანადგურებ მას.

მას უკვე სხვა რეალობა აქვს, სუსტადაა, ეს არ არის შენთვის საკმარისი?

ქართულმა სასამართლომ დღეს უარი თქვა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაზე. უფალო, გთხოვ, დაეხმარე მას”, – წერს ლიზა იასკო.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასჯელისგან არ გაათავისუფლა და არც გადაუვადა.

„ფაქტობრივად, მივიღე სასიკვდილო განაჩენი“ – მიხეილ სააკაშვილი

„შემდეგი იქნება სტრასბურგი“ – გიული ალასანია მოსამართლის გადაწყვეტილებაზე

„ეს საქმე 2-3 დღეში სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდება…არ უნდა დავნებდეთ“ – შალვა ხაჭაპურიძე

„ენმ-ის ოფისში ველოდები მიშას ყველა გულშემატკივარს“ – ხაბეიშვილი საგანგებო განცხადების გაკეთებას გეგმავს

„ამდენ მოწოდებებს, ლობისტებში დიდი ფულის გადაყრას, ჯობია, სააკაშვილს მოუწოდონ, საჭმელი შეჭამოს“ – მამუკა მდინარაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g