LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაგო ხვიჩია: პუტინის გადაწყვეტილება ვერ მიაყენებს ჩრდილს ჩვენს კავშირს დასავლეთთან.. ჩვენ ვერ დაგვბრალდება პუტინის ქმედებები

146
იაგო ხვიჩია

„პუტინის გადაწყვეტილება ვერ მიაყენებს ჩრდილს ჩვენს კავშირს დასავლეთთან, ჩვენმა გადაწყვეტილებამ შეიძლება მიაყენოს, ჩვენ ვერ დაგვბრალდება პუტინის ქმედებები“, – ამის შესახებ განცხადება პარტია „გირჩის“ ერთ-ერთ ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ გააკეთა.

მისი შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ არის ის საფრთხე, რომლის გაკონტროლებაც საქართველოს შეუძლია, ამიტომ მის ქმედებებზე ოფიციალურ თბილისს პასუხისმგებლობა ვერ დაეკისრება.

პაატა მანჯგალაძე: თუ ქართული აეროპორტები და კომპანიები დასანქცირდებიან, მოქალაქეები ევროპაში ფრენას ვერ შეძლებენ

„მგონია, რომ საქართველოს კავშირები ევროკავშირთან და დასავლეთთან, რომელიც ჩვენ მოვახერხეთ და ბოლო წლების განმავლობაში გავაბით, არის ძალიან მნიშვნელოვანი და ზოგადად არ შეიძლება ჩრდილის ან საფრთხის მიყენება ამ კავშირებისთვის.

ჩემი აზრით, პუტინის გადაწყვეტილება ვერ მიაყენებს ჩრდილს ჩვენს კავშირს დასავლეთთან, ჩვენმა გადაწყვეტილებამ შეიძლება მიაყენოს, რომელიც შეიძლება იყოს განპირობებული პუტინის გადაწყვეტილებით, მაგრამ პუტინი არ არის ის საფრთხე, რომელსაც ჩვენ ვაკონტროლებთ – ჩვენ ვერ დაგვბრალდება პუტინის ქმედებები, ჩვენ დაგვბრალდება ჩვენი ქმედებები და მნიშვნელოვანია მანდ არ დავაშაოთ.

ჩრდილის მოყენების ნაწილში, მაგალითად, ასეთი ერთ-ერთი იყო რუსული კანონის მხარდაჭერა 78 კაცის მიერ – ამან ჩრდილი მიაყენა, სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით ასევე არსებობს გარკვეული ტიპის შეშფოთებები. მე არ ვიცი ეს სადამდე მივა, დარწმუნებული ვარ, არასაჯარო მოლაპარაკებებიც მიმდინარეობს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ მთავარი შიში და სიფრთხილე დასავლეთიდან მომდინარეობს იმაზე, რომ აკრძალული ტვირთები საქართველოდან არ მოხვდეს რუსეთში“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

„თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები განახლდება, საქართველოს აეროპორტებში არსებული კომპანიები, „შესაძლოა დასანქცირდეს” – სახდეპის პრესსპიკერის მოადგილე

„მოვუწოდებ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ განაცხადოს უარი საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე და დააწესოს სავიზო რეჟიმი რუსეთთან“ – გრიგოლ გეგელია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g