LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები განახლდება, საქართველოს აეროპორტებში არსებული კომპანიები, „შესაძლოა დასანქცირდეს” – სახდეპის პრესსპიკერის მოადგილე

1781
აშშ

„თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები განახლდება, საქართველოს აეროპორტებში არსებული კომპანიები, „შესაძლოა დასანქცირდეს”, – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილის ვედანტ პატელის სიტყვებს, ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ ციტირებს.

როგორც პრესსპიკერი აღნიშნავს, „ახლა არ არის დრო, რომ რომელიმე ქვეყანამ რუსეთთან ურთიერთობა გააუმჯობესოს”.

შეგახსენებთ, რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. შესაბამისი განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოსცა. პუტინის განკარგულების თანახმად, სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან გაუქმდება. ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვაც მოხსნა.

პრეზიდენტი სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე: რუსეთიდან საჩუქრები არ გვჭირდება, ვითომც რაღაც დათმობა

„ეს არის ჯილდო საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული ანტიდასავლური, ანტიუკრაინული პოლიტიკისთვის“ – როგორ ეხმაურება ოპოზიცია პუტინის გადაწყვეტილებას

„ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს, ემიგ­რან­ტებს, რომ­ლე­ბიც რუ­სეთ­ში ცხოვ­რო­ბენ, უფრო მე­ტად გა­უ­ად­ვილ­დე­ბათ თა­ვი­ანთ ქვე­ყა­ნას­თან კავ­ში­რი და ფრე­ნე­ბი” – ნინო წილოსანი

„ქვეყნის ღირსეული მთავრობა პუტინის პასუხად უარს იტყოდა რუსეთიდან თვითმფრინავების პირდაპირ რეისებზე და სავიზო რეჟიმს დაუწესებდა რუსეთის მოქალაქეებს!” – ალეკო ელისაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g