LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“იაკობ ბრეგვაძის ერთადერთი დანაშაული, არის ის, რომ ნინო გიორგობიანის ნათესავია”

668
ads

ადვოკატი ირმა ჭკადუა სოციალურ ქსელში იაკობ ბრეგვაძესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ არ აპირებს ამ ბავშვს ხელი გაუშვას.

ადვოკატის აზრით, ბრეგვაძის ერთადერთი დანაშაული ისაა, რომ ის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ნინო გიორგობიანის ნათესავია. 

გამოძებამ ფოტოგრაფის სოციალური ქსელის მიმოწერები ნახა: შაქარაშვილის საქმე

რაც მიგვაჩნია, რომ საჭირო იყო გამოძიებას სცოდნოდა, ჩვენ ეს წარვადგინეთ.

ჭკადუა დარწმუნებულია, რომ რომ არა ეს გარემოება, ბრეგვაძე საინტერესო ფიგურა არ იქნებოდა და არც ეჭვები ექნებოდათ მასთან დაკავშირებით.

“სიმბოლურია, დღეს გადაღებული ეს ფოტო. როგორც იურისტი და მრავალშვილიანი დედა, არ ვაპირებ ხელი გავუშვა ამ ბავშვს და საჯიჯგნად მივუგდო ზოგიერთ მედია ექსპერტებს და ავანტურისტ პოლიტიკოსებს.

ბოლომდე დავიცავ იაკობ ბრეგვაძის ინტერესებს, რადგან მისი ყველა სიტყვის მჯერა და ამაში საზოგადობის დიდი ნაწილიც მალე დარწმუნდება.

შეიძლება პათეთიკურად ჟღერდეს, მაგრამ ამ ბავშვისთვის ხელის გაშვება, ნიშნავს არ დაიცვა შენი მომავალი თაობა, ზღვარგადასული ფსიქოლოგიური და მორალური ტერორისგან! უსამართლობასაც საზღვარი აქვს!! იაკობ ბრეგვაძე არის არაჩვეულებრივი ახალგაზრდა, სიკეთით და სიმართლით სავსე. სწორედ ამიტომ, როგორც ადვოკატი, კომფორტულად ვგრძნობ თავს და ვერანაირად ვერ შემიქმნით დისკომფორტს ნეგატიური კომენტარებით!

და ბოლოს, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, იაკობ ბრეგვაძის ერთადერთი დანაშაული, არის ის, რომ ნინო გიორგობიანის ნათესავია. რომ არა ეს გარემობა, მერწმუნეთ, არც ერთი მედია ექსპერტისთვისა და პოლიტიკოსისთვის არ იქნებოდა ის საინტერესო, როგორც მოწმე. პირიქით, შეიძლება შეექოთ კიდეც, 112-ის გამოძახებისთვის!!” – წერს ირმა ჭკადუა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები