LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ გადამწყვეტ მომენტში, ქართველმა ადვოკატებმა ჩვენი ხმა უნდა მივაწვდინოთ ყველას“ – რა ინიციტივით მიმართავს ირმა ჭკადუა დავით ასათიანს

134
ირმა ჭკადუა 22

ადვოკატი ირმა ჭკადუა ინიციატივით გამოდის და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს მიმართავს.

„როგორც ადვოკატი და იურისტი, მივმართავ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს ბატონ დავით ასათიანს, აღმასრულებელ საბჭოს და ჩვენი პროფესიული კავშირის პატივცემულ წევრებს, როგორც ყველაზე მძლავრი და მნიშვნელოვანი რგოლი მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში:

ამ ისტორიულ მომენტში, როცა ჩვენი ქვეყანა ყველაზე ახლოს არის მიზანთან, რომელიც მრავალი წლის წინ დაისახა, სწორედ ახლა გვაქვს შანსი, საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

ამ გადამწყვეტ მომენტში, ქართველმა ადვოკატებმა ჩვენი ხმა უნდა მივაწვდინოთ ყველას, ვისაც ხელეწიფება ასეთ მნიშვნელოვან დროს მხარი დაგვიჭიროს.

ძვირაფასო კოლეგებო, თუ რა რთული და დამქანცველი გზა გავიარეთ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დასაცავად, ის, რომ დღეს შედეგი და ხარისხი, ამ კუთხით, თვალშისაცემი და ხელშესახებია, ეს ხომ ყველაზე კარგად ჩვენ ვიცით.

ჩვენ ამ დიდი ბრძოლისა და შრომის შედეგად, დღეს შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ნამდვილად მივუახლოვდით ადამიანის უფლებების დაცვის ევროპულ სტანდარტს, რომელ მონაპოვარსაც დაცვა სჭირდება.

ვფიქრობ, ჩვენი პროფესიული კავშირის სახელით, უნდა მომზადდეს წერილი, სადაც ხაზგასმით იქნება აღნიშნული ჩვენი წვლილი ევროპული ღირებულებების დაცვის საკითხებში. ჩვენ, კიდევ ერთხელ, უნდა მოვუწოდოთ ევროკავშირის წარმომადგენლობას და დიპლომატიურ კორპუსს, მხარი დაუჭირონ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას..

როგორც არასდროს, დღეს ჩვენი ქვეყანა და საზოგადოება ამ გვერდში დგომას იმსახურებს.
აქვე, მინდა მოვუწოდო ქვეყნის სახალხო დამცველს, არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორს, დააფიქსირონ პოზიცია ჩვენი ქვეყნის და ჩვენი შვილების ევროპული მომავლისთვის.
ეს ქვეყანა ჩვენია“. – წერს ირმა ჭკადუა სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები