LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოძებამ ფოტოგრაფის სოციალური ქსელის მიმოწერები ნახა: შაქარაშვილის საქმე

3111
iakob bregvadze

გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთმა მოწმემ იაკობ ბრეგვაძემ შსს დატოვა.  როგორც ბრეგვაძემ განაცხადა, მან ყველა კითხვაზე პასუხი მიიღო, გამოძიებას კი საკუთარი სოციალური ქსელების მიმოწერები ანახა.

“გამოძიებასთან მქონდა ის კითხვები, რატომ მცნო დაზარალებულად. ყველა კითხვაზე გამცეს პასუხი და მითხრეს, რომ მორალური ზიანის გამო მომანიჭეს დაზარალებულის სტატუსი. ასევე გამოძიებამ ნახა ჩემი სოციალური ქსელების მიმოწერები,” – განაცხადა ბრეგვაძემ.

როგორც ბრეგვაძე და მისი ადვოკატი ამბობდნენ იაკობი თავისი ინიციატივით მივიდა საგამოძიებო უწყებაში.

მისი ადვოკატის ირმა ჭკადუას განცხადებით ფოტოგრაფის, როგორც დაზარალებულის მხარეს, გამოძიებასთან კითხვები აქვს.

“მისი სოციალური ქსელები დაათვალიერა გამოძიებამ, მას აქვს ძალიან ბევრი მიმოწერები, ის ამ დღეების განმავლობაში ათვალიერებდა ამ მიმოწერებს და რაც მიგვაჩნია, რომ საჭირო იყო გამოძიებას სცოდნოდა, ჩვენ ეს წარვადგინეთ.

რაც შეეხება საგამოძიებო ექსპერიმენტს, ჩვენ გვინდა მივიღოთ მონაწილეობა საგამოძიებო ექსპერიმენტში იმ დროს, რა დროსაც ეს მოქმედებები ხდებოდა. ჩვენი მოთხოვნა იყო ექსპერიმენტი ჩატარებულიყო ღამის საათებში და ამაზე თანხმობა მივიღეთ და დამატებით შეგვატყობინებენ ამაზე”,- განაცხადა ადვოკატმა.

 

დამატებითი კითხვები აქვთ დაკავებულების ადვოკატებსაც.

“ბრეგვაძე უთითებს ოქმში, რომ ხედავდა 10 წუთის განმავლობაში, როგორ აყენებდნენ ქემრიში მყოფი პირები ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, როცა რეალურად  კონტაქტი არ დასტურდება,” – აცხადებს მორაგბეების ადვოკატი ვასილ მამულაშვილი.

 

თუმცა, იაკობ ბრეგვაძის ადვოკატი ამბობს, რომ მათ დამატებით გამოკითხვასთან დაკავშირებით, უწყება არ ჩაბარებიათ.

“ჩვენ გვაქვს გამოძიებასთან გარკვეული კითხვები და ამიტომ მოვედით. იძულებით ჩვენი მიყვანის უფლება არ აქვს არც გამოძიებას და არც ადვოკატებს. მზად ვართ ვუპასუხოთ კითხვებს მხოლოდ და მხოლოდ მაგისტრ მოსამართლესთან ერთად,”- განაცხადა ირმა ჭკადუამ.

 

შეგახსენებთ, 19 ივნისს გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე 17 პირია დაკავებული, საქმე გადაკვალიფიცირებულია და ჯგუფური განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

შსს-ში გამოკითხვები ამ დრომდე გრძელდება. წაშლილი SMS შეტყობინებების და ზარების აღსადგენად საქართველომ შესაძლოა დახმარება აშშ-ს სთხოვოს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები