LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იანვრიდან თხევადი აირის აირბალონისა და სისტემის ტექნიკური ინსპექტირება სავალდებულოა

426
453830542

2020 წლის პირველი იანვრიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე განთავსებული თხევადი აირის აირბალონისა და მისი სისტემის ტექნიკური ინსპექტირება სავალდებულო გახდება. საუბარია ყველა ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე.

აღნიშნული ცვლილება ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის განხორციელდება.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელები, რომლებსაც დამონტაჟებული აქვთ თხევადი აირის აირბალონი და სისტემა, მომდევნო წლის 1 იანვრიდან ვალდებულები იქნებიან, ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დროს, თან თხევადი აირის აირბალონისა და შესაბამისი სისტემის ტექნიკური გამართულობის შესახებ ინსპექტირების სერტიფიკატი იქონიონ. დოკუმენტი გაცემული უნდა იყოს შესაბამისობის შემფასებელი აკრედიტებული პირის მიერ.

უწყება განმარტავს, რომ ინსპექტირების სერტიფიკატის უქონლობის შემთხვევაში, ავტოსატრანსპორტო საშუალებები პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებაზე არ დაიშვებიან.

ეკონომიკის სამინისტრო ასევე აღნიშნავს, რომ გათხევადებული აირის აირბალონი ექვემდებარება პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას ხუთ წელიწადში ერთხელ, ხოლო თხევადი აირის სისტემა – სამ წელიწადში ერთხელ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს აკრედიტაციის ცენტრი ევროკავშირის აკრედიტაციის ასოციაციის მიერ არის აღიარებული.