LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაპონიამ შქმერულის შემდეგ, ხარჩოს ნახევარფაბრიკატის წარმოება დაიწყო

73
207975987-4073371436079329-6512124458559764785-n

იაპონიაში შქმერულის შემდეგ, ხარჩოს ნახევარფაბრიკატის წარმოება დაიწყეს – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში იაპონიის საელჩო ავრცელებს. მათივე ცნობით, ორივე პროდუქტის შეფუთვაზე ქართული დროშა და საქართველოს შესახებ მოკლე ინფორმაციაა დატანილი.

“მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ იაპონურმა საკვები პროდუქტების მწარმოებელმა Matsubara Shokuhin, საელჩოსთან თანამშრომლობით, შქმერულთან ერთად, ხარჩოს ნახევარფაბრიკატის წარმოებაც დაიწყო”, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, დაფასოებული შქმერულის გაყიდვა იაპონიაში ერთ-ერთ სწრაფი კვების ობიექტში 2020 წლის იანვარში დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები