LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“იარაღი არ ჩაგვიდია, იარაღი ჰქონდათ” – ნათია მეზვრიშვილი უკრაინის მოქალაქეების დაკავებაზე

maxresdefault

„ჩვენ  ვართ ბრალდების მხარე და ვაცხადებთ, რომ არა, იარაღი არ ჩაგვიდია, იარაღი ჰქონდათ და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების გზით ამოვიღეთ,“ – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ლიხაურის ქუჩაზე დაკავებული უკრაინის მოქალაქეების ფაქტზეც განაცხადა.

„ფაქტია ერთი, რომ ეს ადამიანები დღეს დაკავებულები არიან სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული მუხლით – 236-ე მუხლზე ვსაუბრობ – ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის  უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით. მათ უკვე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. ეს არის კონკრეტული ბრალდება, რომელსაც მათ სახელმწიფო ედავება. ამის მიღმა, შემიძლია, ასევე გითხრათ, რომ დიახ, საგამოძიებო ორგანოს აქვს გარკვეული ეჭვები იმ კავშირების შესახებ, თუმცა არ მინდა, რომ მოვლენებს გავუსწრო. ბუნებრივია, რომ ჩვენ ამ ყველაფერს ვამოწმებთ. ამ გარემოებებს ვადგენთ. მათ შორის, ჩვენ ეს ეჭვები გაგვაჩნია თვითონ ბრალდებულების მიერ მოწოდებული ინფორმაციის და შესაბამისი გამოკითხვის ოქმებზე დაყრდნობით, ამიტომ ჩვენ ამ ინფორმაციას ვამოწმებთ, დამატებით საგამოძიებო მოქმედებებს ვატარებთ და როგორც კი ფაქტი იქნება დადასტურებული, ბუნებრივია, საზოგადოების ინფორმირებას მოვახდენთ,“ – განაცხადა მეზვრიშვილმა.

მინისტრის მოადგილის თქმით, ბრალდების წარდგენა ზოგადად ხდება მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე. ეს დაცვის მხარის სტრატეგიაა და დაცვას უფლება აქვს ნებისმიერი საშუალებით დაიცვას თავი, მათ შორის განაცხადოს, რომ იარაღი ჩაუდეს, თუმცა ამისთვის არსებობს სასამართლო.

„ჩვენ  ვართ ბრალდების მხარე, ჩვენ ვაცხადებთ, რომ არა, იარაღი არ ჩაგვიდია, იარაღი ქონდათ და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების გზით ამოვიღეთ – ამაში ედებათ ბრალი. ბრალი ედებათ იმაში, რომ უკანონოდ ფლობდნენ ამ ყველაფერს და დანარჩენს უკვე ბუნებრივია გაარკვევს სასამართლო. ეს არის დაცვის მხარის პოზიცია, რის უფლებაც მათ  აქვთ, თუმცა, ჩვენ, ბუნებრივია, ამას არ ვადასტურებთ,“ – განაცხადა მეზვრიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 2 დეკემბერს შსს-მ სპეცოპერაცია თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „გურუსა“ და „ალიანსში“ ჩაატარა. დაკავებულები არიან უკრაინის მოქალაქეები: ო.ნ., რ.მ., დ.კ. ი.კ., ი.ო., ს.კ. და საქართველოს მოქალაქე ლ.ჩ. სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას ამოღებულია ბერეტას და მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები