LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ” – კელი დეგნანი შატილში დაღუპულების ოჯახებს უსამძიმრებს

278
BeFunky-collage (10)

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 ადამიანის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ამერიკის საელჩოს სრული შემადგენლობის სახელით, მსურს, ღრმა მწუხარება გამოვხატო 23 აგვისტოს შატილში ტრაგიკულად დაკარგული ჩვიდმეტი სიცოცხლის გამო.

ვფიქრობთ მათზე, ვინც დაიღუპა და ვინც ამ მძიმე წუთებში მათ დაკარგვას გლოვობს. იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ. თქვენ გარშემორტყმული ხართ ხალხით, ვინც თქვენს მწუხარებას იზიარებს“, – ნათქვამია კელი დეგნანის სამძიმრის ტექსტში, რომელსაც საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

შატილის საბედისწერო ტურის მგზავრები: ერთი და გარდაიცვალა, მეორე სიკვდილს ებრძვის

დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა. მძიმედ დაშავდა სამი მგზავრი. ისინი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.

მთავრობის განკარგულებით, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

“საშინელება ხდება ჩემს სადარბაზოში… დედის თხოვნაა, ილოცოთ ხატიასთვის, რომ გადარჩეს…”