LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საშინელება ხდება ჩემს სადარბაზოში… დედის თხოვნაა, ილოცოთ ხატიასთვის, რომ გადარჩეს…”

5969
BeFunky-collage (9)

შატილში მომხდარ უბედურ შემთხვევას 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ტრაგედიის დროს დაშავებული 3 ახალგაზრდა ამ წუთებშიც სიცოცხლისთვის იბრძვის. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმის, ლევან რატიანის განცხადებით, სამივე პაციენტის მდგომარეობა ისევ კრიტიკულია.

ერთ-ერთი ხატია დევსურაშვილია, რომელიც საბედისწერო ტურში დასთან ერთად მოგზაურობდა. ხატიას და – მედეა დევსურაშვილი ადგილზე გარდაიცვალა.

შატილში საბედისწერო ავარიაში მოყოლილი დების – მედეა და ხატია დევსურაშვილების მეზობელი, მარი ჯაფარიძე საზოგადოებას გადარჩენილი ხატიასთვის ლოცვას სთხოვს.

შატილის საბედისწერო ტურის მგზავრები: ერთი და გარდაიცვალა, მეორე სიკვდილს ებრძვის

“საშინელება ხდება ჩემს სადარბაზოში…

გუშინ, შატლში მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპულ 25 წლის მედეას დასტირის მთელი კორპუსი…

მისი და, 23 წლის ხატია ერთ-ერთია გადარჩენილთაგან და კომაშია… მძიმედაა…

ბავშვები ჩემ თვალწინ დაიბადნენ და გაიზარდნენ…

მათი დედის თხოვნაა, ილოცოთ ხატიასთვის, რომ გადარჩეს… ილოცეთ, რადგან მედეა წაიყვანა უფალმა და ხატია მაინც დამიტოვოსო…

რამხელა ტვირთი აქვს ამ ქალს… რა ცოდვის დღე ტრიალებს მათ ოჯახში ?

მამის ტირილი პირველად ვნახე და დავიშალე, როცა გარდაცვლილ შვილს დაეკონა და დაჰქვითინებდა…

თუ ვინმეს ძალგიძთ, ილოცეთ ხატიას გამოჯანმრთელებისთვის და ახლად შესვენებული მედეასთვის ? გული მაქვს გაგლეჯილი ?

ღმერთო, შვილები ყველას კარგად უმყოფე… ყველას!” – წერს მარი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

 

“არ მინდა კიდევ ერთხელ დავრწმუნდე ადამიანის სიცოცხლის სრულ დაუცველობაში. ვინ გვამასხარავებს ასე დაუნდობლად?!“ – ჩარკვიანი საბედისწერო მოგზაურობაზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები