ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პრინცმა ჰარიმ და მომღერალმა ედ შირანმა ერთობლივი ვიდეო ჩაწერეს და ცნობიერების ამაღლების მიზნით, ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხები განიხილეს.

ვიდეოში, რომელიც სასექსის სამეფო ოჯახის ოფიციალურ Instagram-გვერდზე გამოქვეყნდა, ჰარი და ედ შირანი ყველას მოუწოდებენ, იზრუნონ იმ ადამიანებზე, ვინც შესაძლოა ,,ჩუმად იტანჯებოდეს“

,,გაიგეთ რას გრძნობს თქვენს გარშემო ადამიანი, ჰკითხეთ და მოუსმინეთ. იყავით მზად მის დასახმარებლად და იცოდეთ, რომ ამ ყველაფერში ერთად ვართ“ – აცხადებენ პრინცი ჰარი და ედ შირანი

სერიოზული თემა იუმორისტული კუთხითაც განიხილეს. ედ შირანმა წითურებთან დაკავშირებით გამოთქმული ხუმრობები გაიხსენა და თქვა, რომ ,,ადამიანებმა არ იციან რას ნიშნავს, იყო ჩვენნაირი“

“ამის მოთმენას არ ვაპირებთ. ჩვენ წითურები ვართ და ჩვენ ვიბრძოლებთ”, – ამბობს მომღერალი.

ედ შირანის თქმით, საზოგადოებაში წითურებთან დაკავშირებული სტერეოტიპების დასანგრევად სიმღერას წერს.

10 ოქტომბერს ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღინიშნება. წელს, ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე სუიციდის პრევენციას ეძღვნება.

თუ სუიციდზე ფიქრობ – 15 გზა, საკუთარი თავის დასახმარებლად

 

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები